ილია თოფურია, დანიელ კორმიე, ალექსანდერ ვოლკანოვსკი, ჯოშ ემეტი
Aa
Aa

„მისი და ვოლკანოვსკის ბრძოლა ფანტასტიკური იქნება“ - დანიელ კორმიე თოფურიაზე

ლეგენდარულმა ამერიკელმა MMA-ს მებრძოლმა, დანიელ კორმიემ ESPN-ის ეთერში ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა. კორმიე გასულ ღამეს თოფურიასა და ჯოშ ემეტის ორთაბრძოლას უწევდა კომენტირებას, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ქართველი მებრძოლის მისამართით აღფრთოვანება ვერ დამალა.

რას ამბობს კორმიე:

ძალიან მაგარია. გულწრფელად ვამბობ, როდესაც უყურებ, თუნდაც როგორ ემზადება ბრძოლისთვის, მის უნარებს მაშინვე ამჩნევ. მან ისეთი ბიჭების წინააღმდეგ იბრძოლა, როგორებიც არიან ბრაის მიტჩელი, რაიან ჰოლი და არაერთი სხვა კარგი მებრძოლები, თუმცა ჯოშ ემეტის მსგავს მებრძოლს პირველად შეხვდა. მან ცოტა ხნის წინ დროებით ქამარზე ჩაატარა ბრძოლა და ძალიან დიდი ძალა აქვს, თუნდაც ნოკდაუნზე. ილია თოფურიამ ეს ბრძოლა არამხოლოდ მოიგო, არამედ, მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა და ყველა რაუნდი 50:42 მოიგო. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში მსგავსი რამ არ მინახავს.

ახლა, ჩემთვის ვფიქრობ, რა ელის მას მომავალში, მაქს ჰოლოუეი, თუ ვინმე სხვა. მაქსი ახლა კორეელ ზომბის ეჩხუბება და მგონია, რომ თოფურია პირდაპირ სატიტულო ბრძოლას მიიღებს. ამ ბავშვმა აჩვენა, რომ 25 წუთი ბრძოლა შეუძლია და სატიტულო ორთაბრძოლისთვის მზადაა. მან ამ დროის განმავლობაში ბრწყინვალე უნარები გვაჩვენა და მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა. დაამტკიცა, რომ ტოპ-მებრძოლებს შორისაა. იაირ როდრიგესსა და მას შორის ტექნიკური ბრძოლა კარგი სანახავი იქნებოდა, თუმცა, თუ ჩემპიონ ვოლკანოვსკის შეხვდება, მათი ბრძოლა უბრალოდ ფანტასტიკური იქნება.

ის ჯერ მხოლოდ 26 წლისაა და გვაჩვენა, რომ შესაძლებლობები სრულად არ გამოუვლენია. ერთადერთი ნეგატივი, რაც მის შესახებ შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ მთელი კვირის განმავლობაში სპარინგ შეხვედრები არ ჩაატარა მხოლოდ იმიტომ რომ წონას იკლებდა. მისი განსჯა არ შეგვიძლია, რადგან კარიერაში პირველი მთავარი ორთაბრძოლა საოცრად ჩაატარა. ის მშვიდია და ოქტაგონს გარეთაც საოცრად იქცევა, ოქტაგონზე კი შესანიშნავად მოქმედებს. ის MMA-ის მომავალია და მგონია, რომ რევოლუციას მოახდენს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ნახევრადმსუბუქ კატეგორიაში ილია თოფურიამ 38 წლის ჯოშ ემეტი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და UFC-ში გამართული 6 ბრძოლიდან ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა, MMA-ის ეგიდით კი მის ანგარიშზე 14 გამარჯვება და 0 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ამ დივიზიონში საუკეთესო ვარ“ - თოფურიას პრესკონფერენცია
“ამ დივიზიონში საუკეთესო ვარ“ - თოფურიას პრესკონფერენცია