ზინედინ ზიდანი
Aa
Aa

„ადრენალინი მენატრება“ - ზიდანს სამწვრთნელო საქმიანობის განახლება სურს

ზინედინ ზიდანს შვებულებაში დიდხანს ყოფნა მოჰბეზრდა და სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნება სურს.

„თუ შესვენება მოვიდა, ესე იგი ის საჭირო იყო. ჩვენ უნდა მივიღოთ ის, რაც ხდება და ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ. იმედი მაქვს, სამწვრთნელო საქმიანობას მალე დავუბრუნდები.

ადრენალინი მენატრება. გვერდიდან ფეხბურთს სხვანაირად უყურებ. როცა ეს შენი გუნდია, უნდა ივარჯიშო და მატჩებისთვის მოემზადო, ეს სულ სხვაა.

და მე ეს ყველაფერი მჭირდება. უკვე ორი წელია ეს არ მქონია, მაგრამ მალე მექნება“,

- ამბობს ზიდანი.

ზიდანი 2021 წლის მაისიდან უმუშევარია. ამ დროში მის მიმართ ინტერესი პსჟ-ს, „ტოტენჰემს“-ს, „იუვენტუსს“, „რეალს“ და „ალ-ნასრის“ ჰქონდა, თუმცა „ზიზუმ“ ამ დრომდე არჩევანი არ გაუკეთებია და რამდენიმე მართლაც საინტერესო და რეალური შეთავაზება საფრანგეთის ნაკრებში მუშაობის დაწყების მიზნით დაბლოკა. საბოლოოდ, დიდიე დეშამმა ხელშეკრულება გააფორმა და ზიდანი კვლავ უგუნდოდ დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლაურენტისი ოსიმენის შემცვლელს შეუთანხმდა, თუმცა შესაძლოა ნიგერიელი დარჩეს
ლაურენტისი ოსიმენის შემცვლელს შეუთანხმდა, თუმცა შესაძლოა ნიგერიელი დარჩეს