მანჩესტერ სიტი, ფერნანდინიო
Aa Aa

“ცხოვრება ქარიშხლის შიგნით“ - მე ფერნანდინიო ვარ

„ერთხელ ჟურნალისტმა მკითხა: „არ მოგბეზრდა ამდენი გამარჯვება?“

რა თქმა უნდა, პასუხი არის არა!! პირიქით..

მოგება წაგებაზე უკეთესია, არა?

თითოეულ ტიტულს განსაკუთრებული არომატი აქვს და მოგება მხოლოდ მეტ ენერგიას გაძლევს წინსვლისთვის..

როდესაც ასეთი მენტალიტეტი გიყალიბდება, როდესაც ასეთი ორიენტირებული ხარ თითოეულ გამარჯვებაზე.. თითქოს.. არა, ეს შეიძლება გიჟურ ანალოგიას ჰგავდეს.. ეს ყველაფერი ქარიშხლის შუაგულში ყოფნას ჰგავს..

ასეთ დროს მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა იფიქროთ და ამისთვის ყველაფერი გააკეთოთ!! ვამოს!! შემდეგ თამაშამდე დრო არასდროს არის. გამუდმებით უნდა ემზადებოდე..

რეალურად, ასეთ ცხოვრებაზე ყველა სპორტსმენი გეტყვით. კლიშეს ჰგავს, მაგრამ ასეა.. ეს დამოკიდებულება გჭირდებათ, რომ მაღალ დონეზე დარჩეთ..

მე უკვე დიდი ხანია ქარიშხლის შუაგულში ვარ. 15 წელზე მეტი გავიდა, რაც ევროპაში ჩამოვედი. ალბათ, ცოტა ფიქრის უფლება დავიმსახურე, არა?

ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ამ მენტალიტეტის შენარჩუნება, არის ის, რაც მოხდა ჩვენთან 2021 წლის სეზონის დასაწყისში და საუბარი, რომელიც მე დავასრულე გუნდთან..

ნება მომეცით მოგიყვეთ რა მოხდა..

როგორც წესი, არ ვარ ის ადამიანი, რომელიც დიდი გამოსვლებით გამოირჩევა, მაგრამ იმ პერიოდში სხვა გზა არ მქონდა..

31 დეკემბერი იყო, ახალი წლის ღამე..

პრემიერ ლიგაში მე-8 ადგილზე ვიყავით..

ვარჯიში ახალი დასრულებული გვქონდა..

გუარდიოლა ბედნიერი არ იყო..

თუმცა ამ ამბის სრულად გასაგებად 2020/2021 წლების სეზონის დასაწყისს უნდა დავუბრუნდეთ..

მაშინ ფაქტობრივად წინასასეზონო მომზადება ვერ გავიარეთ. სეზონის დაწყება კი ყველას გაუჭირდა..

თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენი Covid ტესტი გავიკეთეთ. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მეორე ცხვირი ამომივიდა.

ფიზიკურად და მენტალურად ყველაფერი გართულდა..

პანდემიის შემდეგ ყველა ფეხბურთელის ცხოვრება შეიცვალა. რეალობაც მთლიანად შეიცვალა და ამასთან ადაპტაცია გაგვიჭირდა. ამან გავლენა სათამაშო ფორმაზეც მოახდინა..

მაგრამ მჯერა, რომ „მანჩესტერ სიტის“ ყოველთვის ჰქონდა იმდენი გონებრივი შესაძლებლობა, რომ წარმატებისკენ სწრაფვა არ გაეჩერებინა..

სწორედ ამან აგვიყვანა უმაღლეს მწვერვალზე..

მიუხედავად ამისა, სეზონის პირველი ნახევარი მერვე ადგილზე დავასრულეთ და 31 დეკემბერს ვარჯიში გვქონდა..

რა თქმა უნდა, სასიამოვნო ვარჯიში არ იყო..

დამოკიდებულება, სხეულის ენა, ზოგიერთი მოთამაშის ძალისხმევა, უბრალოდ აშკარა იყო.. თქვენ ზუსტად იცით რა სახის სესიაზე ვსაუბრობ, არა? არასწორი პასები, მოთამაშეები უკან არ იხევენ, არ დარბიან, ინტერესი არ აქვთ..

ეს ჩვენ არ ვიყავით. ეს არ იყო გუნდი, რომელმაც ზედიზედ ორი ტიტული მოიგო, ან ქულების რეკორდი დაამყარა..

ვარჯიშის შემდეგ პეპი ჩემთან მოვიდა და როგორც კაპიტანს ისე მელაპარაკა. ის ძალიან უხეში იყო და მიმითითა იმაზე, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი 100%-ით მზად არ იყო. ასეთი რაღაც „მანჩესტერ სიტიში“ დაუშვებელია..

პეპი სიმართლეს ამბობდა. მან ნათლად დამანახა, რომ ამ სტანდარტის დაცვაზე პასუხისმგებელი მე ვიყავი..

იმ სეზონში, დავიდ სილვას წასვლის შემდეგ, კაპიტანი მე გავხდი. ეს დიდი პატივია, რადგან კაპიტნის არჩევისას ხმას კლუბის ყველა წევრი აძლევს. მარტო გუარდიოლაზე დამოკიდებული არ არის..

ინგლისში კაპიტნის როლი საკმაოდ განსხვავდება სხვა ქვეყნებისგან.. აქ ბევრად მეტი ვალდებულება გაქვს..

მაგრამ ეს მართლაც მაგარი სამუშაოა და წარმოუდგენელი პატივია ისეთ კლუბში, როგორიც „სიტია“, სადაც სტანდარტები ძალიან მაღალია!!

იმ ვარჯიშის შემდეგ სახლში წავედი, რომ დღესასწაულზე ოჯახთან ერთად ვყოფილიყავი მაგრამ პეპთან საუბრის თავიდან აცილება ვერ მოვახერხე..

ჯერ კიდევ ახალი წლის ღამეს, როცა ოჯახთან ერთად ფეიერვერკებს ვუყურებდი, ვფიქრობდი ჩემს მოვალეობაზე, როგორც „მანჩესტერ სიტის“ კაპიტანი..

მეორე დღეს, 2021 წლის პირველ იანვარს გუნდის მენეჯერს შეტყობინება გავუგზავნე და გუნდის შეკრება მოვთხოვე. ბევრი სასაუბრო გვქონდა..

როდესაც სავარჯიშო მოედანზე მივედი პეპს ვუთხარი, რომ ვარჯიშს ცოტა გვიან დავიწყებდით..

ეს გადაუდებელი იყო..

როგორც კი ყველა შევიკრიბეთ მათ, როგორც კაპიტანი ღიად ვესაუბრე..

მე ვუთხარი მათ, რაც პეპმა მითხრა, რომ ზოგიერთი რამ უპატიებელია. ასევე ვთქვი რომ ის, რასაც ვარჯიშზე აკეთებდნენ, მათ სათამაშო ფორმაზე აისახებოდა..

ძალიან გულწრფელი საუბარი გამომივიდა. ჩემს შემდეგ სხვებმაც დააფიქსირეს თავისი აზრი. ყველამ იცოდა, რომ რაღაცის შეცვლა გვჭირდებოდა, მაგრამ ამის თქმა ხმამაღლა გვჭირდებოდა. შეჯანჯღარება გვჭირდებოდა და მნიშვნელოვანი იყო, რომ ამაზე ხმამაღლა ვისაუბრეთ.

ისეთ მომენტში ვიყავით, რომ რაღაცის შეცვლის დრო მაინც გვქონდა. ან პირიქით, უნდა გვეყურებინა, თუ როგორ ხდებოდა „ლივერპული“ ჩემპიონი.

შემდეგი მატჩი სტუმრად „ჩელსისთან“ გვქონდა. იმ დროს „არისტოკრატები“ დაფრინავდნენ. ვიფიქრე, თუ ახლა არაფერი გამოგვივიდოდა მე დავასრულებდი.. მორალის დაკარგვაზეც კი მზად ვიყავი.

საბედნიეროდ მოვიგეთ. პირველი ტაიმი 3:0 დასრულდა.. ძალიან ბევრი ვირბინეთ!!

ისევ ქარიშხალში დავბრუნდით..

მე არასდროს ვყოფილვარ სრულყოფილი ტექნიკის მქონე ფეხბურთელი. „მანჩესტერ სიტიმ“ გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამომიყალიბა. ისეთ დონეზე ავედი, რომ ჩემი იმედი ყოველთვის ჰქონდათ!!

როდესაც 20 წლის ვიყავი უკრაინაში, დონეცკის შახტარში შემომთავაზეს თამაში. მაშინ ევროპულ ფეხბურთზე და უკრაინაზე წარმოდგენაც კი არ მქონდა..

იმ დროს „ატლეტიკო პარანაენსეში“ კარგად ვთამაშობდი, მაგრამ ჯერ კიდევ ლონდრინადან ჩამოსული ბავშვი ვიყავი, გარესამყაროს გამოცდილების გარეშე..

მახსოვს, როცა კოლუმბიის კოპა ლიბერტადორესზე სათამაშოდ წავედით, კლუბი დღეში 30 ამერიკულ დოლარს გვიხდიდა. ეს ჩვენთვის დიდი გარიგება იყო!!

მე და ჩემი მეგობარი ალან ბაია იმდენად აღელვებულები ვიყავით, რომ გადავწყვიტეთ ჩვენი სახელები სასტუმროს საწოლებზე ამოგვეტვიფრა.  ამდენი ფული არასდროს გვინახავს! რა თქმა უნდა, მისთვის ადვილი იყო ასეთი მოკლე სახელი, ალანი. მე კი ბევრი ვიწვალე..

მაგრამ როდესაც "შახტარის" შეთავაზება გაჩნდა, ეს კარგი შესაძლებლობა იყო ჩემთვის, როგორც ფეხბურთელს ბევრი რამე დამემტკიცებინა. და, რა თქმა უნდა, იყო ფინანსური მხარეც..

„ატლეტიკო პარანაენსეში“ აღებული ხელფასი მთლიანად ჩემი ოჯახის სავარჯიშო დარბაზის რეკონსტრუქციას მოხმარდა..

უკრაინაში ჩემი პირველი თვის ბოლოს ჯერ კიდევ არ მქონდა საბანკო ანგარიში და კლუბმა ჩემი მატჩის ბონუსები ნაღდი ანგარიშსწორებით გადაიხადა. ეს იყო ნაღდი უზარმაზარი აგური  ბავშვისთვის, რომელიც ფიქრობდა, რომ 30 დოლარი ბევრი იყო, ეს სიგიჟე იყო ჰგავდა..

იმ დროს მეუღლესთან ერთად სასტუმროში ვცხოვრობდი და არ ვიცოდი სად წამეღო ამდენი ფული. ჩემმა ცოლმა პირსახოცში გაახვია გამათბობელის წნევის ქვაბში ჩადო. ის ფიქრობდა, რომ ასე ვერავინ მოგვპარავდა..

ჩემი პირველი ანაზღაურებით და კონტრაქტზე ხელის მოწერით აღებული ბონუსით დედაჩემს სახლი ვუყიდე.. ჩემს ზოგიერთ ძველ თანაგუნდელთან შედარებით, ძალიან ფრთხილად ვიყავი..

მაგრამ ფულის გარდა, უკრაინაში რვა შესანიშნავი წელი გავატარე!!

ახალი კულტურა გავიცანი, ვისწავლე ადგილობრივი ენა. უკრაინაში დღემდე მყავს მეგობრები და რაც მთავარია - ჩემი შვილი იქ დაიბადა. აქედან გამომდინარე, ჩემი ნაწილი ყოველთვის უკრაინული იქნება.

დამიჯერეთ, როცა ვამბობ, რომ განსაკუთრებული სიყვარული მაქვს ამ ქვეყნისა და მისი ხალხის მიმართ.. მაგრამ.. უნდა გითხრათ, იქ ძალიან ციოდა!!

ბრაზილიის იმ ნაწილში, საიდანაც მე ვარ, ყველაზე ცივ თვეებშიც კი იშვიათად ეცემა 15 გრადუსზე დაბლა. წარმოიდგინეთ ჩემი შოკი, როდესაც დონეცკში პირველი ზამთარი დადგა. აქამდე თოვლიც კი არ მქონდა ნანახი..

ყოველთვის მახსოვს ის იანვარი, როცა საშობაო შესვენებიდან დავბრუნდით. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ზამთარი ევროპაში იმ წელს..

-26 გრადუსი სიცივე იყო..

მახსოვს, ერთადერთი, რაც შემეძლო მატარებლით ვარჯიშზე წასვლა იყო. სხვაგან სიარული შეუძლებელი იყო..

მიუხედავად სირთულეებისა, ამას შევეჩვიე და მომწონდა კიდეც..

ფეხბურთიც სხვანაირი იყო.. უფრო დინამიკური და სწრაფი. ადაპტაცია გუნდელების და მწვრთნელის დახმარებით მალე შევძელი..

როგორც ფეხბურთელი და ადამიანი, მე ყოველთვის ვიყავი ის, ვინც სიამოვნებით იბრძოდა ჯილდოს მისაღებად. მომეწონა ძველი ჩვევების შეცვლა და რაღაც სრულიად ახალში ჩაძირვა..

ყველაფერი, რომ ისწავლო და რეალური სიამოვნება მიიღო, ცოტა უნდა დაიტანჯო.. შენ საბოლოოდ ვითარდები, არა მხოლოდ როგორც პროფესიონალი, არამედ როგორც ადამიანი!!

8 წლის განმავლობაში ბევრი ტიტული მოვიგეთ, მაგრამ საუკეთესო მოგონება 2009 წელს უეფა-ს თასის მოგებაა!!

კლუბმა, კერძოდ კი პრეზიდენტმა, წლების განმავლობაში ბევრი ინვესტიცია ჩადო ბრაზილიურ ნიჭში და გრანდიოზული გეგმები ჰქონდა. მას „შახტარის“ ევროპის ერთ-ერთ უდიდეს სახელად გადაქცევა უნდოდა. ამისათვის კი ევროპული ტიტულები იყო საჭირო..

უეფა-ს თასის მოგება დაგეგმილი მიზნის რეალიზება იყო!!

დღეს, ბრაზილიაში „შახტარი“ ყველამ იცის. ჩვენ მათ რუკაზე განთავსებაში დავეხმარეთ..

ამ აზროვნებამ, რომ არასდროს უნდა დანებდე და არასდროს უნდა დაუშვა სტანდარტების დაცემა, მიმიყვანა „სიტიმდე“ და იქამდე სადაც ვარ დღეს..

რამდენადაც ინგლისის პრემიერ ლიგა არის ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი ჩემპიონატი მსოფლიოში, უნდა ვაღიარო, რომ მას რეალურად თითქმის არ ვადევნებდი თვალს იქამდე, სანამ „სიტიში“ არ გადავედი..

ჩემპიონთა ლიგას კარგად ვიცნობდი, მაგრამ სხვა შიდა ჩემპიონატებით დიდად არასდროს ვინტერესდებოდი..

„სიტიში“ გადავედი, რადგან ეს ახალი გამოწვევა იყო. მინდოდა კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯი მქონოდა..

უკრაინაში ვდომინირებდით და კონკურენცია თითქმის არ იყო. აქედან გამომდინარე, არც მედიისგან ვგრძნობდით ზეწოლას და არც გულშემატკივრებისგან..

ძირითადად მშვიდ ზღვაში ვცურავდი, ხოლო პრემიერ ლიგა მუდმივ ქარიშხალს ჰგავს..

ყველა გუნდს აქვს ფინანსური სიმძლავრე და ჩემპიონატი ძალიან რთულია. შესაძლოა კვირაში სამჯერ სრული ინტენსივობით ითამაშო და შენგან მაინც მაქსიმუმს ითხოვდნენ..

ჩემი მენტალიტეტის ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდი გავლენა პეპ გუარდიოლამ მოახდინა.. 7 წელი ერთად ვიმუშავეთ და ის მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია!!

პეპი დეტალებზე ორიენტირებული და ძალიან ჭკვიანი ადამიანია, მაგრამ ამავდროულად ის დიდებული მასწავლებელიც არის.

იცით? არსებობენ დიდებული მასწავლებლები, რომლებიც სხვადასხვა სკოლებში და უნივერსიტეტებში ასწავლიან, მაგრამ მოსწავლეები მათგან ვერაფერს იღებენ.. ამის მიზეზი გადმოცემის უნარია. პეპს კი ეს უნარი უმაღლეს დონეზე აქვს განვითარებული..

მისი ოფისის კარი ყოველთვის ღიაა და ნებისმიერს შეუძლია შესვლა და საუბარი. ჩემთვის გუარდიოლა შესანიშნავია, რადგან ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს..

მან მითხრა, რომ სტანდარტები არ იყო საკმარისად კარგი საახალწლო ვარჯიშზე და ცხადყო, რომ ჩემი, როგორც კაპიტნის გასაკეთებელია გუნდის სასიკეთოდ გამოსწორება..

ბოლო წლებში „მანჩესტერ სიტიმ“ ბევრი ისტორიულ რამ გააკეთა..

რეკორდები დავამყარეთ..

2 სეზონში 198 ქულა დავაგროვეთ..

ცენტურიონებს გვეძახდნენ, გესმით?

„ლივერპულმაც“ კი ვერ შეძლო ამის გაკეთება..

ბევრმა მკითხა, როგორი იყო ის წარმოუდგენელი 2017-18 და 2018-19 წლების სეზონები „მანჩესტერ სიტიში“..

ერთ დღეს, ჩემს შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად აუცილებლად დავჯდები და გავიხსენებ რას მივაღწიე ამ კონტინენტზე..

სწორედ იმ დღეს, კრევეტებს შევჭამ, ქოქოსის წყალს დავლევ, ჩემს საყვარელ სავარძელში ჩავჯდები და მათ ყველაფრის შესახებ მოვუყვები..

ზამთარი უკრაინაში..

წნევის გაზქურა..

სავარჯიშო სესიები..

ტიტულები..

ეს ისეთი ტკბილი მომენტი იქნება..

მაგრამ ჯერ ამის დრო არ არის..

ჯერ კიდევ ბევრი დამრჩა გასაკეთებელი..“ - მე ფერნანდინიო ვარ

გაზიარება: