ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე, საბა ინანეიშვილი
Aa
Aa

ლიპარტელიანის ვერცხლი - ფინალში მონღოლთან დამარცხდა

მონღოლეთში, ულან-ბატონში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ვარლამ ლიპარტელიანმა (- 100 კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ფინალურ შეხვედრაში მონღოლ გონჩიგსურენ ბატხუიაგთან იპონით დამარცხდა.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      რაც შეეხება ფინალამდე განვლილ გზას, მან პირველი წრე გამოტოვა, მეორე წრეში გერმანელი კილან კაპელმეიერი დაამარცხა, მერვედფინალში პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკას ბარიერი დაძლია, ნახევარფინალში კი - იაპონელი აარონ ვულფის.

      ტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს ტატამზე კიდევ ორი ქართველი გავიდა. ონისე სანებლიძე (-100 კგ.) 1/4-ფინალში არმან ადამიანთან იპონით დამარცხდა და რეპეშაჟში პოლონელი პიოტრ კუჩერას ბარიერი ვერ დაძლია და ტურნირი მე-7 ადგილზე დაასრულა. რეპეშაჟში საბა ინანეიშვილიც გადაერთო, თუმცა ტურნირზე გამოსვლა ტრავმის გამო შეწყვიტა.

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები