კვარა, მერაბი და ილია - MMA-ის ცნობილი ჟურნალისტი ქართულ სპორტზე
UFC-ში ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ ჯოშ ემეტი 5-რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა. ხუთივე რაუნდში გამარჯვებულად ილია დასახელდა. შეხვედრა ქართველი მებრძოლის დომინირებით მიმდინარეობდა და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ ილიას გამარჯვებასთან დაკავშირებით Facebook-ში ვიდეო გამოაქვეყნა.
რომან დოლიძე: „ძალიან კარგი ამბები გვაქვს, ილიამ გაიმარჯვა, ძალა ერთობაშია“
ილიას გამარჯვება ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა სერხიო რამოსმა მიულოცა. ასევე, იქ მერაბ დვალიშვილიც იმყოფებოდა და ერთობლივი ფოტო გადაიღეს.
სერხიო რამოსმა თოფურიას გამარჯვება მიულოცა: „გილოცავ, მაგარი ბრძოლა წამოიღე“.
Ilia Topuria celebrates his #UFCJacksonville victory backstage with Sergio Ramos and Merab Dvalishvili ????????????????
— MMA Orbit (@mma_orbit) June 24, 2023
???? @CCLegaspi
pic.twitter.com/BZnVa6dPL3
MMA-ს გაშუქების კუთხით ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი, კანადელი არიელ ჰელვანი ქართული სპორტის წარმატებულ წელზე წერს. ის ილიას, მერაბ დვალიშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას კარიერულ წარმატებაზე ამახვილებს ყურადღებას.
„ილია, მერაბი, ხვიჩა კვარაცხელია და სხვები. რა წელია ქართული სპორტისთვის“.
Between Ilia, Merab and Khvicha Kvaratskhelia (and others) what a year for Georgian sports.
— Ariel Helwani (@arielhelwani) June 24, 2023
შეგახსენებთ, 2022-23 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელია სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, მისი დიდი დამსახურებით „ნაპოლი“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონი გახდა. ასევე, მის მიერ „ატალანტასთან“ გატანილი გოლი სერია ა-ს სეზონის საუკეთესო გოლად დასახელდა.
რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, მან მიმდინარე წელს პიოტრ იანი დაამარცხა, ეს მისი ზედიზედ მე-9 გამარჯვება იყო UFC-ში.
თოფურიას რაც შეეხება, ემეტთან შეხვედრამდე ბოლო ბრძოლა 2022 წლის დეკემბერში, ბრაის მიტჩელის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ვადაზე ადრე, მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. MMA-ში ქართველი მებრძოლის ბალანსი 14:0-ზეა და ამ შეხვედრამდე ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მე-9 ადგილზე იმყოფებოდა. ამ შეხვედრის შემდეგ ილია მე-5 ადგილზე გადაინაცვლებს.