ილია თოფურია, ჯოშ ემეტი
Aa
Aa

“მალე ჩემი ეპოქა დაიწყება“ - თოფურია გამარჯვების შემდეგ

UFC-ში ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ ჯოშ ემეტი 5-რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა. 5 რაუნდიდან 4 ქართველის გამარჯვებით დასრულდა, ემეტმა კი მხოლოდ 1 რაუნდი მოიგო. შეხვედრა ქართველი მებრძოლის დომინირებით მიმდინარეობდა და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, ილია თოფურიამ კომენტარი გააკეთა.

თოფურია:

„სიმართლე გითხრათ, ასეთ რთულ ბრძოლას არ ველოდი, მაგრამ ჯოში ოქტაგონზე ბრწყინვალედ გამოვიდა. მივიღე ძალიან რთული დაპირისპირება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ემეტს, მან უდიდესი ენერგია დახარჯა. ასევე დიდი მადლობა ყველა აქ შეკრებილ გულშემატკივარს.

კონკრეტული დარტყმები არ წამივიდა. ჯოში ბრწყინვალედ იგერიებდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, მე გავიმარჯვე. მე გპირდებით, რომ შემდეგი ჩემპიონი ვიქნები. ვოლკანოვსკის ეპოქის დასრულების შემდეგ, ქამარს მე დავისაკუთრებ. ვოლკანოვსკის და მთელს მსოფლიოს დავანახებ, რომ სულ მალე ჩემი ეპოქა დაიწყება.“

შეგახსენებთ, რომ ემეტი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია და ტოპ 15-ში მე-5 პოზიციას იკავებს. მას კარიერაში 21 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 18 მოგება და 3 წაგებაა. ემეტმა ბოლოს იაირ როდრიგესთან იჩხუბა და მახრჩობელა ილეთით დამარცხდა.

თოფურიას რაც შეეხება, ემეტთან შეხვედრამდე ბოლო ბრძოლა 2022 წლის დეკემბერში, ბრაის მიტჩელის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ვადაზე ადრე, მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. MMA-ში ქართველი მებრძოლის ბალანსი 14:0-ზეა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში ამ გამარჯვების შემდეგ, მე-5 ადგილზე გადაინაცვლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მექვაბიშვილი: “გადამწყვეტი გასახდელში საუბარი იყო“
მექვაბიშვილი: “გადამწყვეტი გასახდელში საუბარი იყო“