ილია თოფურია, ჯოშ ემეტი
Aa
Aa

ბრწყინვალე გამარჯვება - თოფურიამ ემეტი მაგრად სცემა

UFC-ში ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ ჯოშ ემეტი 5-რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა. ხუთივე რაუნდში გამარჯვებულად ილია დასახელდა. შეხვედრა ქართველი მებრძოლის დომინირებით მიმდინარეობდა და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

ილია თოფურიამ მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა (50-44, 50-42, 49-45). 

შეგახსენებთ, რომ ემეტი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია და ტოპ 15-ში მე-5 პოზიციას იკავებს. მას კარიერაში 22 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 18 მოგება და 4 წაგებაა. ილიასთან შეხვედრამდე ემეტმა ბოლოს იაირ როდრიგესთან იჩხუბა და მახრჩობელა ილეთით დამარცხდა.

თოფურიას რაც შეეხება, ემეტთან შეხვედრამდე ბოლო ბრძოლა 2022 წლის დეკემბერში, ბრაის მიტჩელის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ვადაზე ადრე, მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. MMA-ში ქართველი მებრძოლის ბალანსი 14:0-ზეა და ამ შეხვედრამდე ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მე-9 ადგილზე იმყოფებოდა. ამ შეხვედრის შემდეგ ილია მე-5 ადგილზე გადაინაცვლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები