საქართველოს მორაგბეთა 20-წლამდე ნაკრები, მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატი რაგბიში
Aa
Aa

ბრძოლა შედგა - 20-წლამდე ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდნენ

რაგბიში, მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი სამხრეთ აფრიკასთან გამართა და 10 ქულის სხვაობით დამარცხდა - 33:23.

სამხრეთ აფრიკას ბრწყინვალე სტარტი ჰქონდა, მე-7 წუთზე 10:0-ს იგებდნენ, ჟან სმიტმა ჯარიმა შეასრულა, რასაც კატლეგო ლეტებელეს ლელო მოჰყვა. საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ლაშა ციხისთავის ლელოთი და პეტრე ხუციშვილის ზუსტი გარდასახვით უპასუხა. საბოლოოდ, პირველი ნახევარი სამხრეთ აფრიკამ დამაჯერებლად 20:0 მოიგო.

მეორე ტაიმის დასაწყისში პეტრე ხუციშვილმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა. 58-ე წუთზე ლუკა ცირეკიძემ ლელო დადო და სხვაობა 5 ქულამდე შემცირდა. მალევე, ხუციშვილმა ჯარიმა გაიტანა და ანგარიში 20:18 გახდა.

დარჩენილ დროში სამხრეთ აფრიკამ კვლავ დიდი უპირატესობა მოიპოვა, ჯან სმიტმა ორი საჯარიმო დარტყმა გამოიყენა, რასაც ჰუკერის ლელო და სმიტის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. „ბორჯღალოსნებმა“ ნიკა ბაბუნაშვილის ლელოთი უპასუხეს. საბოლოოდ, სამხრეთ აფრიკამ 10-ქულიანი სხვაობით 33:23 გაიმარჯვა.

ლადო კილასონიას გუნდი მეორე ტურში არგენტინას შეხვდება, მატჩი 29 ივნისს, 19 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები