გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

ბელგიური მედია: “საშინელი მეორე ტაიმი და მტკივნეული ფრე“

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველო ბელგიას დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ სტუმრები პირველი ტაიმის შემდეგ, 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ სვანაძის გუნდმა 1 ქულის გადარჩენა შეძლო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბელგიური სპორტული გამოცემა voetbalnieuws.be აღნიშნულ დაპირისპირებაზე წერს.

Voetbalnieuws:

„მტკივნეული ფრე საქართველოში. ახალგაზრდა ბელგიელებმა კარგი პირველი, მაგრამ საშინელი მეორე ტაიმი ჩაატარეს. ბელგიამ თავი მძიმე სიტუაციაში ჩაიგდო. მატიისენმა სწორი გათვლა გააკეთა. მან თავის ფეხბურთელებს მიუთითა, რომ სივრცეები ფლანგებზე შეიქმნებოდა და ასეც მოხდა. საქართველომ პირველ ნახევარში წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო.

ბელგიას მეორე ტაიმი ყურადღებით უნდა დაეწყო, რადგან საქართველო ანგარიშის გათანაბრებას ყველანაირად შეეცდებოდა. „ყველაფერი ან არაფერი“ - ქართველები მეორე ტაიმში ამ იდეით გამოვიდნენ. დაცვა მოდუნებული იყო, წიტაიშვილმა ლამაზი დარტყმით გაიტანა. საბოლოოდ ბელგიამ საქართველოში მტკივნეული ფრე განიცადა.“

ცნობისთვის, საქართველოს მხრიდან გოლები ცვლილებაზე გამოსულმა წიტაიშვილმა და გულიაშვილმა გაიტანეს. შემდეგ მატჩს, სვანაძის შეგირდები 27 ივნისს ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავენ. აღნიშნული დაპირისპირება 27 ივნისით თარიღდება და 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
0:2-დან 2:2 - საქართველო არ გატყდა და ბელგიასთან თამაში შემოატრიალა
0:2-დან 2:2 - საქართველო არ გატყდა და ბელგიასთან თამაში შემოატრიალა