ფრე პორტუგალიის და ნიდერლანდების მატჩში - საქართველო ჯგუფის ლიდერია
ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში პორტუგალია ნიდერლანდებს დაუპირისპირდა. აღნიშნული დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა.
ამ მატჩის პარალელურად, საქართველო ბელგიას მასპინძლობდა და გუნდებმა ქულები გაყვეს. ფრე 2:2. აღსანიშნავია, რომ რამაზ სვანაძის შეგირდები 0:2-ს აგებდნენ და მეორე ტაიმში შეხვედრის შემოტრიალება შეძლეს.
ამ მატჩებში დაფიქსირებული შედეგების შემდეგ, საქართველოს 21-წლამდე 4 ქულით A ჯგუფის ლიდერი გახლავთ. მეორე პოზიციაზე 2 ქულით ბელგიაა, მესამეზე ასევე 2 ქულით ნიდერლანდები, ხოლო ბოლო ადგილზე პორტუგალია 1 ქულით მოგვევლინა.
ცნობისთვის, საქართველოს მხრიდან გოლები ცვლილებაზე გამოსულმა წიტაიშვილმა და გულიაშვილმა გაიტანეს. შემდეგ მატჩს, სვანაძის შეგირდები 27 ივნისს ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავენ. აღნიშნული დაპირისპირება 27 ივნისით თარიღდება და 20:00-დან დაიწყება.