უარი საუდის არაბეთს - დი მარია ევროპაში რჩება
ანხელ დი მარიამ საუდის არაბეთს უარი უთხრა. არგენტინელ შემტევს მაგიდაზე მიმზიდველი წინადადება ედო, მაგრამ ევროპაში დარჩენა არჩია.
ვეტერანი ფეხბურთელი თავის პირველ ევროპულ კლუბში ითამაშებს. საუბარი, რა თქმა უნდა, ლისაბონის „ბენფიკაზეა“. ამის შესახებ ინფორმაცია ფაბრიციო რომანომ გაავრცელა.
Ángel Di Maria will become new Benfica player next week, as revealed few days ago. The verbal agreement is completed and sealed. ???????????? #Benfica
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 24, 2023
Di Maria will sign until June 2024, one year deal — both parties expected it to be signed next week, documents are ready. pic.twitter.com/qrQ4aB1GNY
მისი თქმით, სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია, ხოლო შემდეგ კვირაში ყველაფერი ოფიციალურად დადასტურდება. ანხელი პორტუგალიურ კლუბთან 1-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
როგორც უკვე მოგახსენეთ, დი მარიას პირველი ევროპული კლუბი „ბენფიკა“ იყო, სადაც 2007 წელს გადაბარგდა და 2010 წლამდე დარჩა. ამ პერიოდის განმავლობაში მან ლისაბონური გუნდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 121-ჯერ მოირგო, 15 გოლი გაიტანა და 28 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ასევე გეტყვით, 35 წლის არგენტინელის წინა კლუბი „იუვენტუსი“ იყო, სადაც 1 სეზონი დაყო. ამ პერიოდში, დი მარიამ „ბებერი ქალბატონის“ შემადგენლობაში 40 მატჩს, 8 გოლს და 7 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.