ბარსელონა, ვიტორ როკე, ატლეტიკო პარანაენსე
Aa
Aa

35 მილიონი “ახალ რონალდოში“ - ბარსამ ტრანსფერი შეათანხმა

დიდი ხანია კატალონიის „ბარსელონას“ ბრაზილიელი ტალანტის ვიტორ როკეს გადაბირება სურს. რამდენიმე კვირის წინ, ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ „ბლაუგრანა“ როკეს პირად დეტალებზე შეუთანხმდა.

დღეს კი Goal.Com გვამცნობს, რომ 18 წლის თინეიჯერი ბარსაში გადასვლასთან ყველაზე ახლოს არის, ვიდრე ოდესმე. მეტიც, როკეს უკვე ახალ რონალდოს ეძახიან. სატრანსფერო ღირებულებად 35 მილიონი ევრო სახელდება.

აღსანიშნავია, რომ „ატლეტიკო პარანაენსესთან“ მოლაპარაკებას ბარსას ყოფილი ფეხბურთელი დეკუ აწარმოებს, რომელიც კლუბს კიდევ ერთხელ შეხვდება და საბოლოო დეტალებს შეათანხმებს.

ცნობისთვის, 18 წლის თავდამსხმელი „ატლეტიკო პარანაენსეში“ 2022 წლიდან თამაშობს. დღემდე როკემ ყველა ტურნირზე ერთად 61 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 17 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბორდომ ბათუმის დინამოდან დავითაშვილის ტრანსფერი გამოისყიდა
ბორდომ ბათუმის დინამოდან დავითაშვილის ტრანსფერი გამოისყიდა