ზედიზედ მეორე დუბლი - ყაზაიშვილმა დეგუსთან გაიბრწყინა
K ლეგის მორიგ ტურში ვაკო ყაზაიშვილმა გაიბრწყინა. ქართველმა ფეხბურთელმა „დეგუსთან“ დუბლი შეასრულა და „ულსან ჰიუნდაის“ გამარჯვებაში დაეხმარა. მატჩი 3:1 დასრულდა.
ანგარიში მესამე წუთზე კინ ტაემ გახსნა. აღსანიშნავია, რომ სტუმრები 21-ე წუთიდან მინდორზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ. პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
მეორე ნახევარში, მასპინძლები კიდევ უფრო მეტად გააქტიურდნენ, რაც ანგარიშშიც აისახა. 66-ე და 94-ე წუთებზე ყაზაიშვილმა გაისროლა და მატჩის საბოლოოდ შედეგი 3:1 დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ ვაკომ დუბლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა. გასულ ტურში მან ორი გოლი „ჯეჯუ იუნაიტედს“ გაუტანა.