მანჩინი: “როცა ტონალის ამ ფორმით უშვებ, პრობლემა გაქვს“
როგორც მოგეხსენებათ, მომავალი სეზონიდან სანდრო ტონალი „ნიუკასლის“ ღირსებას დაიცავს, რომელიც შემდეგ სეზონში მრავალ წლიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა.
ახალგაზრდა იტალიელი „როსონერიდან“ უსიამოვნოდ წავიდა. ამ ყველაფერს კი იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი გამოეხმაურა.
რა თქვა მანჩინიმ?
„როდესაც ასეთი დონის ახალგაზრდა იტალიელ ფეხბურთელს, როგორიც ტონალია გუნდიდან ამ ფორმით უშვებ, რაღაც პრობლემა გაქვს. მისი წასვლა მთლიანად ჩემპიონატისთვის არის ცუდი, მაგრამ თვითონ სანდროსთვის პრემიერ ლიგაში თამაში სასარგებლო იქნება. რეალურად, მისთვის ყველაფერი კარგად მოხდა.“
შეგახსენებთ, რომ ტონალის მთელი კარიერის გატარება „მილანში“ სურდა, მაგრამ რეალურად მას დაემუქრნენ. თუ ის „როსონერის“ არ დატოვებდა კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებდნენ და დარჩენილი 4 წლის განმავლობაში ხელფასს არ მოუმატებდნენ.
იტალიური კლუბის მფლობელები სანდროს სანაცვლო 80 მილიონ ევროს მიიღებენ და მათ ტონალის წასვლა სწორედ ამიტომ სურთ.