სანდრო ტონალი
Aa
Aa

მილანიდან წასვლა არ უნდოდა - ტონალიმ თავი ვერ შეიკავა და ატირდა

როგორც ბოლო დღეებში დაიწერა, სანდრო ტონალი „მილანიდან“ კარიერას „ნიუკასლში“ გააგრძელებს.

იტალიური La Repubblica საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. მათი თქმით, ტონალის „მილანის“ დატოვება არ სურდა, მეტიც, მას „როსონერიში“ მთელი კარიერის გატარება სურდა. კლუბის ყოფილი ტექნიკური დირექტორიც ამას გეგმავდა.

მას შემდეგ, რაც „მილანმა“ მალდინი თანამდებობიდან დაითხოვა, კლუბმა ტონალის თაობაზე „ნიუკასლიდან“ 80-მილიონიანი შეთავაზება მიიღო, რის შემდეგაც ფეხბურთელს აცნობეს, რომ მას გაყიდვას უპირებდნენ.

წყარო წერს, რომ ამ ამბის მოსმენის შემდეგ ტონალიმ თავი ვერ შეიკავა და ატირდა.

ასევე აღნიშნულია, რომ მთავარმა სკაუტმა ჟოფრე მონკადამ ტონალის დაურეკა და მკაცრად ურჩია „მილანი“ დაეტოვებინა. მას დაემუქრა კიდეც, რომ თუ ასე არ მოიქცეოდა მასთან ხელშეკრულების პირობები არ გადაიხედებოდა მოქმედების დასრულებამდე - ანუ 2027 წლამდე.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნიუკასლში“ ტონალი ანაზღაურების სახით წელიწადში 7 + 2 მილიონ ევროს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა მოხდა შოტლანდიაში? 6 ახალი კვარა? U21-ის სასწაული!
რა მოხდა შოტლანდიაში? 6 ახალი კვარა? U21-ის სასწაული!