ლაშა გურული, ესკერხან მადიევი
Aa
Aa

ევროპული თამაშები - გურულის და მადიევის იოლი გამარჯვებები

პოლონეთში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ლაშა გურულმა პირველ ეტაპზე წარმატებით იასპარეზა.

63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა მოკრივემ ესპანელი მეტოქე ადრიან ტიამ კრეუსი ანგარიშით 3:2 დაამარცხა და მე-16 ფინალში გავიდა, სადაც სლოვაკ ვილიამ ტანკოს შეხვდება.

ევროპულ თამაშებზე კრივი ხვალ განახლდება და საქართველოს სახელით სახილ ალახვერდოვი, გიორგი ყუშიტაშვილი და არტიომ იორდანიანი გამოვლენ.

დღესვე 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში ესკერხან მადიევმა ესპანეთის სახელით მოასპარეზე იუბა სისოხო ნდიაეს იოლად ანგარიშით 4:0 მოუგო და 32-ე ფინალში ლატვიელ მარტინის ბლუმენტალს შეერკინება.

სახილის მეტოქე ფრანგი ბილალ ბენამა იქნება, ყუშიტაშვილი უკრაინელ ოლექსანდრ ხიჯნიაკს დაუპირისპირდება, ხოლო იორდანიანი ძალებს ასევე უკრაინელ არკადი კარცანთან მოსინჯავს.

შეგახსენებთ, რომ ევროპულ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 2 მედალია. დღეს ვერცხლის მედალი ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედალს კარატისტი გოგიტა არქანია დასჯერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი მედალი ევროპულ თამაშებზე - ნადირაძე ვერცხლის მედალს დასჯერდა
პირველი მედალი ევროპულ თამაშებზე - ნადირაძე ვერცხლის მედალს დასჯერდა