ევროპული თამაშები - მეორე მედალი გოგიტა არქანიას ანგარიშზეა
პოლონეთში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას მეორე მედალი კარატისტმა გოგიტა არქანიამ მოუტანა.
+84 კილოგრამი წონითი კატეგორიის ნახევარფინალში არქანია თურქ ფათიხ შენთან ანგარიშით 1:5 დამარცხდა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
ნახევარფინალამდე ქართველმა კარატისტმა ბოსნიელ ანეს ბოსტანძიჩს, აზერბაიჯანელ ასიმან გურბანლუისა და ესპანელ ბაბაქარ სახოს აჯობა.
დღეს კარატეში 84 კილოგრამში ხვიჩა კიპაროიძე ასპარეზობდა, რომელმაც სამწუხაროდ ნახევარფინალში გასვლა ვერ მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ორი მედალია. არქანიას ბრინჯაოს მედლის გარდა, დღეს ვერცხლი ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ მოიპოვა.