COPE: რეალთან შეთანხმება არ არსებობს, თუმცა პსჟ-ს მბაპეს გაყიდვა სურს
დღეს დილით, ფრანგული გამოცემა PSG Community წერდა, რომ პსჟ და „რეალი“ მბაპეს ტრანსფერზე შეთანხმდნენ.
წყარო ასევე ასახელებდა თანხას, 200 მილიონს + 50, რის სანაცვლოდაც მბაპე „რეალში“ ამ ზაფხულშივე მიდიოდა, თუმცა ესპანურმა წყარომ ეს არ დაადასტურა.
ცნობილი ესპანური გამოცემა COPE წერს, რომ მსგავსი შეთანხმება არ არსებობს და კილიანი „რეალში“ არ გადავა.
COPE ამტკიცებს, რომ მსგავსი შეთანხმება ამ მომენტისთვის უბრალოდ არ არსებობს და მბაპე პსჟ-ში რჩება.
„სპორტულ განყოფილებაში შეთანხმება მიღწეული არ არის. პსჟ-ში ავტორიტეტის სამი დონე მოქმედებს, სპორტის მენეჯმენტის დონეზე შეთანხმება არ არსებობს",
- წერს COPE.
ესპანური გამოცემა ასევე წერს, რომ პარიზულ კლუბს მბაპეს ამ ზაფხულს სოლიდური თანხის სანაცვლოდ გაყიდვა სურს, რადგან კილიანი ხელშეკრულების დამატებით 1 წლით გაგრძელებას არ აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2024 წლის ზაფხულში ის კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და ნებისმიერ გუნდს უფასოდ შეუერთდება.
ამრიგად, პსჟ-ს მბაპეს ახლა გაყიდვა აწყობს და მის სანაცვლოდ 150-200 მილიონის მიღება უნდათ.