ხვიჩა კვარაცხელია, კიმ მინ-ჯე
Aa
Aa

საფეხბურთო აგენტი: „კვარას ჩანაცვლება უფრო მარტივია, ვიდრე კიმის“

იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა, გაეტანო ფედელემ „ნაპოლის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. ფედელე რუდი გარსიას მთავარ მწვრთნელად დანიშვნას გამოეხმაურა და ხვიჩა კვარაცხელიაზე და კიმ მინ-ჯეზე ილაპარაკა.

„რუდი გარსია არის მთავარი მწვრთნელი, რომელსაც შეუძლია, სპალეტის პროექტი განავითაროს და უკვე ვნახეთ მცირე ცვლილებები, რომლებიც მან განახორციელა. იმედია, ფრანგი სპეციალისტი სიმკაცრეს გამოიჩენს, რადგან ნაპოლის რთული წელიწადი ელოდება. გუნდმა მოთამაშეებსა და კლუბს შორის არსებული კავშირი დაკარგა. ვფიქრობ, წლეულს, პრობლემა ისაა, რომ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს სურს, წარმოაჩინოს, რომ მთავარი თვითონაა და ერთადერთია, რომლის გარეშეც გუნდს არაფერი გამოუვა.

კიმის შემცვლელი? თუ უცხოელებზე ვისაუბრებთ, რომლებსაც შეუძლიათ, მისნაირ წარმატებას მიაღწიონ, ერთი მოთამაშის დასახელება რთული ხდება. თუ იტალიელ ფეხბურთელებს ავიღებთ, შემიძლია, ჯორჯო სკალვინი გამოვარჩიო, რომელიც ძალიან მომწონს. ეჭვები მაქვს იმასთან დაკავშირებით, კიმი კვარაცხელიასნაირი აღმოჩენა არის თუ არა, რადგან სამხრეთ კორეელთან მიმართებით მწვრთნელმა დიდი სამუშაო გასწია, თუმცა რა პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, კვარას ჩანაცვლება უფრო მარტივი იქნება, ვიდრე კიმის“.

შეგახსენებთ, რომ კიმ მინ-ჯე „პარტენოპეის“ გასული წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა და „ნაპოლის“ სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა. კიმმა ყველა ტურნირზე ერთად 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ონანას შეცვლის უპირველესი კანდიდატია - ახალი ცნობები მამარდაზე
ონანას შეცვლის უპირველესი კანდიდატია - ახალი ცნობები მამარდაზე