ნაპოლიდან ლობოტკაც მიდის? - სლოვაკს საუდის არაბეთში იწვევენ
ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ნაპოლის“ სლოვაკი ფეხბურთელის, სტანისლავ ლობოტკას გადაბირება საუდის არაბეთის კლუბებს, „ალ-აჰლისა“ და „ალ-ნასრის“ სურთ. 28 წლის ნახევარმცველმა „პარტენოპეისთან“ კონტრაქტი ახლახან გაახანგრძლივა, გუნდის ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ ითვლება და ინტერესის მიუხედავად ლობოტკას საუდის არაბეთში წასვლა რთული წარმოსადგენია.
ლობოტკას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს, თანამშრომლობა კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებას მოიცავს.
ცნობილი გერმანელი ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნი“ კიმ მინ-ჯესთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. თუ კიმი ნეაპოლურ კლუბს დატოვებს და ლობოტკა კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს, „ნაპოლი“ ორ საკვანძო მოთამაშეს დაკარგავს, რაც რუდი გარსიას გუნდისთვის დიდი დარტყმა იქნება.
შეგახსენებთ, 2022-23 წლების სეზონში „ნაპოლი“ სერია ა-ს გამარჯვებული გახდა, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა, რომელიც ასევე საგოლე პასების რაოდენობით ჩემპიონატში საუკეთესო იყო. გარდა ამისა, მის მიერ „ატალანტასთან“ გატანილი გოლი სერია ა-ში საუკეთესოდ დასახელდა.