ანა ნიკოიანი
Aa
Aa

ევროპის III თამაშები: ანა ნიკოიანი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

ევროპის III თამაშებზე მაგიდის ჩოგბურთელთა ტურნირი დაიწყო. შეჯიბრება ჰუტნიკ არენაზე მიმდინარეობს. სპორტის ამ სახეობაში საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი ჰყავდა, ანა ნიკოიანმა გოგონათა პირად პირველობაში იასპარეზა. ცნობისათვის: ანა ევროპის თამაშების ისტორიაში პირველი ქართველი მაგიდის ჩოგბურთელია.

ანამ საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო ასპარეზობა, სადაც ლიეტუველ კორნელია რილისკაიტეს დაუპირისპირდა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა - 3:4. საწყისი სამი პარტია ქართველმა მოიგო - 11:8, 11:9, 11:8, მაგრამ მომდევნო ოთხი ბალტიისპირელის სასარგებლოდ დასრულდა - 11:13, 16:18, 13:15 და 9:11. განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა მეხუთე და მეექვსე პარტიები, რომლებიც თორმეტ და ათ წუთს გაგრძელდა. ანამ ხუთჯერ გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ რილისკაიტემ უდიდესი ძალისხმევით მოახერხა საერთო ანგარიშის გათანაბრება, შემდეგ კი გამარჯვებაც.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები