დეკლან რაისი
Aa
Aa

არც ბაიერნი არც არსენალი - სიტი დარწმუნებულია, რომ რაისს შეიძენს

დეკლან რაისის ირგვლივ მოვლენები სწრაფი ტემპით იცვლება. ინგლისელი საყრდენი ნახევარმცველი თავდაპირველად ლონდონის „არსენალში“ გადადიოდა, შემდეგ „ბაიერნი“ მასთან ძალიან ახლოს მივიდა და თითქმის შეუთანხმდა კიდეც, მაგრამ „არსენალმა“ პოზიციები მალე აღიდგინა და ტრანსფერისთვის ბრძოლაში კვლავ დაწინაურდა, შემდეგ კი ბაზარზე „მანჩესტერ სიტი“ გამოჩნდა.

იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ რაისი „სიტიში“ გადასვლასთან ახლოს არის. ამის შანსები სულ უფრო იზრდება.

წყაროს თანახმად, „ქალაქელები“ დარწმუნებულნი არიან, რომ „ჩაქუჩებთან“ შეთანხმების მიღწევა შეუძლიათ.

24 წლის ინგლისელი ტრანსფერმარკტის მიხედვით 90 მილიონ ევროდ არის შეფასებული. „არსენალი“ „ვესტ ჰემს“ ბონუსების ჩათვლით 100 მილიონზე მეტს სთავაზობდა თუმცა უარი მიიღო. როგორც ჩანს, „სიტი“ მეტის გადახდას გეგმავს.

რაისმა გასულ სეზონში პრემიერ ლიგაში 37 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართველი ტერმინატორები: ზურიკო და გიო - 2 მატჩი 18 საათში“
„ქართველი ტერმინატორები: ზურიკო და გიო - 2 მატჩი 18 საათში“