ბეილი ლივერპულთან ფინალზე: „დაძინება გაუჭირდათ, ძალიან ნერვიულობდნენ“
Aa
Aa

ბეილი ლივერპულთან ფინალზე: „დაძინება გაუჭირდათ, ძალიან ნერვიულობდნენ“

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, გარეტ ბეილმა ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა, რომელშიც „სამეფო კლუბი“ „ლივერპულს“ დაუპირისპირდა. უელსელმა მერსისაიდელთა მოთამაშეთა განწყობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი გუნდი გამარჯვებაზე უფრო მეტად იყო ორიენტირებული.

„მახსოვს ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, ლივერპულის ფეხბურთელებს ვესაუბრე და მითხრეს, რომ მატჩის წინა ღამეს, დაძინება გაუჭირდათ. ისინი ძალიან ნერვიულობდნენ. ჩვენ განსხვავებული მენტალიტეტი გვქონდა. მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობდით და მიუხედავად იმისა, რომ ფინალი ჩვენზე უკეთ დაიწყეს, განწყობა არ შეგვიცვლია.

რეალის მაისურით მარცხი სამყაროს დასასრულს წააგავს. ჯვარზე გაცვამენ და განადგურებენ. წაგების შემდეგ სახლში მიდიხარ და ბედნიერი არ ხარ. აშშ-ში მარცხს უკეთ ეგუებიან. აქაურ ჩემპიონატში გავარდნა არ არსებობს. როცა აგებ, მომდევნო შეხვედრაზე ფიქრობ. აქ მარცხს სხვანაირად უყურებენ“.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ და „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს 2018 წელს დაუპირისპირდნენ. ბეილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, როცა ანგარიში 1:1 იყო და 2 გოლი გაიტანა, მისმა გუნდმა კი 3:1 იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გაუგებარია VAR-ი რატომ არაა“ - ნუნუ ტავარეში გაგუას გოლის ეპიზოდზე
„გაუგებარია VAR-ი რატომ არაა“ - ნუნუ ტავარეში გაგუას გოლის ეპიზოდზე