ცუკერბერგი და მასკი ოქტაგონზე? - მხარეები ბრძოლაზე შეთანხმდნენ
მსოფლიოს მასშტაბით ორი ყველაზე მსხვილი სოციალური ქსელის მფლობელები და ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანები ერთმანეთს შესაძლოა რინგზე შეხვდნენ. BBC-ის ცნობით, Facebook-ის დამაარსებელი და Meta-ს მფლობელი, მარკ ცუკერბერგი და Twitter-ის მფლობელი ილონ მასკი შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ ძალებს ოქტაგონზე გამოცდიან.
ილონ მასკმა ცოტა ხნის წინ, საკუთარ Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, რომ მზად იყო ცუკერბერგთან შესახვედრად, საპასუხოდ, Facebook-ის მფლობელმა მასკის პოსტის სქრინშოტი ატვირთა და მოუწოდა, რომ ადგილმდებარეობა გაეგზავნა.
საბოლოოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს ვეგასში მდებარე UFC-ის მფლობელობაში მყოფ ერთ-ერთ ოქტაგონზე შეხვდებიან, თუმცა ზუსტი თარიღი არ დაუკონკრეტებიათ.
საინტერესოა, რამდენად შეესაბამება ცუკერბერგის და მასკის დიალოგი ერთმანეთს და როგორი იქნება მსოფლიოს ორი უმსხვილესი კომპანიის მფლობელების კონკურენცია შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში.
საგულისხმოა, რომ მარკ ცუკერბერგი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნებებში და ცოტა ხნის წინ, მონაწილეობა ჯიუ ჯი ცუს ტურნირშიც მიიღო, ილონ მასკს კი არაერთხელ უთქვამს, რომ მას საბრძოლო სპორტის სახეობებში არ უვარჯიშია.