კილიან მბაპე, ლიონელ მესი
Aa
Aa

„უკეთეს პროექტს იმსახურებ“ - მესიმ მბაპეს რეალში გადასვლა ურჩია

მას შემდეგ, რაც კილიან მბაპემ პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა, ფრანგი ფეხბურთელის მომავლის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდება. იწერება, რომ 24 წლის შემტევი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა მადრიდის „რეალში“ გადავიდეს. საუბარია „მილანისა“ და „ლივერპულის“ ვარიანტებზეც.

დღეს, ცნობილმა ფრანგულმა გაზეთმა, L’Equipe-მა ახალ ნომერში დაწერა, რომ პარიზული გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა, ლეო მესიმ კლუბიდან წასვლამდე მბაპეს „რეალში“ გადასვლა ურჩია.

„მირჩევნია „ბარსელონაში“ წახვიდე, მაგრამ თუ მადრიდის „რეალში“ წასვლა გინდა, ეს აუცილებლად გააკეთე, რადგან ნამდვილად უკეთეს პროექტს იმსახურებ. შენ გამარჯვებული ხარ და მხოლოდ გამარჯვებულ კლუბში უნდა იყო“, - ციტირებს მესის სიტყვებს ფრანგული გაზეთი.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე გასული წლის მაისში „რეალში“ გადასვლასთან ერთ ნაბიჯში იყო, თუმცა ფეხბურთელმა ბოლო მომენტში პსჟ-სთან კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა დამატებით კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით. რამდენიმე კვირის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მბაპემ ამ უფლების გამოყენებაზე უარი თქვა, რის გამოც 2024 წლის ზაფხულში კლუბის დატოვება თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება. ეს გარემოება კი პარიზელებს არ აწყობთ და ურჩევნიათ, უფასოდ გაშვების მაგივრად, მბაპე ამ ზაფხულს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ გაყიდონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდა თუ ზომერი? - ვის აირჩევს ინტერი
მამარდა თუ ზომერი? - ვის აირჩევს ინტერი