საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, U21 ევროპის ჩემპიონატი, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი, პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

„საქართველომ ყველა შოკში ჩააგდო“ - UEFA-ს შეფასება

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა გუშინ, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მეტოქე დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.

ორივე გოლი შეხვედრის პირველ ნახევარში გავიდა. პორტუგალიელთა წინააღმდეგ ანგარიში 37-ე წუთზე გიორგი გაგუამ გახსნა, ტაიმის მიწურულს კი საბა საზონოვმა სხვაობა ორბურთამდე გაზარდა.

რამაზ სვანაძის გუნდის გამარჯვებას დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა და ქართველი ფეხბურთელების კარგი თამაში უეფას ყურადღების ცენტრშიც მოექცა.

რას წერს UEFA:

ტურნირის ერთ-ერთმა მასპინძელმა, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი საინტერესოდ დაიწყო. გახსნით ღამეს, ქართველებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხეს. საქართველომ ფაქტობრივად ყველა შოკში ჩააგდო. გოლები ორიდან ორი მცდელობით გაიტანა და თბილისში, 24 425 გულშემატკივრის წინაშე გაიმარჯვა. სამგზის ფინალისტი მთელი თამაშის განმავლობაში აკონტროლებდა ბურთს, მაგრამ გიორგი გაგუას გოლის ეპიზოდში უყურადღებობა გამოიჩინეს. გაგუამ კი დიდი ძალა და სიმშვიდე გამოაჩინა, რათა წიტაიშვილის მიერ გაკეთებული შორეული პასი გაეკონტროლებინა და საბოლოოდ ეპიზოდი გოლით დაასრულა.

რამდენიმე წუთში წიტაიშვილმა კიდევ ერთი საგოლე გადაცემა კუთხურიდან შეასრულა და საბა საზონოვს გაატანინა, რომელმაც თავის მხრივ მეტოქის კარი უძლიერესი თავური დარტყმით აიღო.

საკვანძო სტატისტიკა: საქართველო გახდა პირველი მეტოქე, რომელმაც პორტუგალიის წინააღმდეგ, ბოლო 11 მატჩში კარის მშრალად შენახვა შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2023-ზე საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 3 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, ბელგიას და ნიდერლანდებს 1 ქულა აქვთ, რომლებიც მე-2 და მე-3 ადგილებს ინაწილებენ, პორტუგალია კი 0 ქულით მე-4 პოზიციაზეა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს მომდევნო შეხვედრა 24 ივნისს, ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პორტუგალიური მედია: “საქართველომ შეზღუდული ნიჭით შოკი გამოიწვია“
პორტუგალიური მედია: “საქართველომ შეზღუდული ნიჭით შოკი გამოიწვია“