ბაიერნი, ნაპოლი, კიმ მინ-ჯე
Aa
Aa

მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს - კიმი ბაიერნთან ერთ ნაბიჯშია

დიდი ხანია ცნობილია, რომ კიმ მინ-ჯე მომავალი სეზონიდან „ნაპოლის“ ღირსებას აღარ დაიცავს. გასარკვევი მხოლოდ ის არის, თუ სად გააგრძელებს კარიერას სამხრეთ კორეელი უკანახაზელი.

თავდაპირველად, კიმს „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირებდნენ, თუმცა შემდეგ საუბარი შეწყდა და რადარზე მიუნხენის „ბაიერნი“ გამოჩნდა. თავად ფეხბურთელიც „რეკორდმაისტერის“ ვარიანტით მოხიბლულია.

ამ საკითხთან დაკავშირებით, გერმანელი ცნობილი ჟურნალისტი ფლორიან პლატენბერგი ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, მხარეებს შორის მოლაპარაკება დადებითად მიმდინარეობს. კიმს მიუნხენში გადაბარგება სურს, ხოლო „რეკორდმაისტერს“ ამ ტრანსფერის დაჩქარება უნდა.

გერმანელები 26 წლის ფეხბურთელს 5-წლიან ხელშეკრულებას და წლიურად ანაზღაურების სახით 10-12 მილიონ ევროს სთავაზობენ. მისი გამოსასყიდი თანხა კი 50 მილიონ ევრომდე მერყეობს.

შეგახსენებთ, რომ კიმ მინ-ჯე „პარტენოპეის“ გასული წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა და „ნაპოლის“ სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა. კიმმა ყველა ტურნირზე ერთად 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პორტუგალიური მედია: “საქართველომ შეზღუდული ნიჭით შოკი გამოიწვია“
პორტუგალიური მედია: “საქართველომ შეზღუდული ნიჭით შოკი გამოიწვია“