საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, რუი ჟორჟე
Aa
Aa

რუი ჟორჟე: “გოლი მაშინ გავუშით, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ველოდით“

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველომ ტურნირის ფავორიტ პორტუგალიას უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუი ჟორჟემ კომენტარი გააკეთა.

რუი ჟორჟე:

„მატჩის შემდეგ გასახდელში ვისაუბრეთ და ვუთხარი მოთამაშეებს, რომ ამ წაგებიდან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. დარჩენილ ორი შეხვედრას უფრო მობილიზებულები უნდა შევხვდეთ. ახლა ფოკუსირებულები ვართ სწორედ შემდეგი მატჩებზე. ყველა მოთამაშეს ესმის ამ შეხვედრების მნიშვნელობა და შეეცდებიან, რომ საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ.

რა მოხდა, რა შეცდომა დაუშვა გუნდმა და რატომ ვერ აჩვენა ის ხარისხი, რაც საკვალიფიკაციო ეტაპზე ვაჩვენეთ? პირველი ფაქტორი ის იყო, რომ საქართველოს ნაკრები სახლში თამაშობდა, მას ბევრი მაყურებელი ამხნევებდა. ჩვენ ის შეცდომები დავუშვით, რაც შემდეგ შეხვედრებში არ უნდა დავუშვათ. 

ხომ არ მოეშვა გუნდი, რადგან კვარაცხელია და მიქაუტაძე არ თამაშობდნენ? არ მგონია, ეს იყოს წაგების მიზეზი. ჩვენ ვართ კონცენტრირებული არა მეტოქის შემადგენლობაზე, არამედ მოგებაზე. წინ ორი მატჩია და ვეცდებით, წარმატებას მივაღწიოთ.

რა გავლენა ექნება ამ წაგებას შემდეგ თამაშზე ბელგიასთან? ჯერ მეორე მატჩზე ვერაფერი ვიტყვი, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ წავაგეთ. თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ დაცვაში არასწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ. ზუსტად იმ დროს გავუშვით ის ორი გოლი, როდესაც ამას ყველაზე ნაკლებად ველოდით. შეგვეძლო უფრო აგრესიულები ვყოფილიყავით, მაგრამ ეს ვერ შევძელით“

ცნობისთვის, პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრებს ბოლო 40 მატჩიდან 36 ჰქონდა მოგებული. ასევე გეტყვით, საქართველოს ჯგუფში პარალელურად ბელგიასა და ნიდერლანდების მატჩი მიმდინარეობდა, რომელიც 0:0 დასრულდა და რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი 3 ქულით ჯგუფის ლიდერია.

წყარო - 1tv

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიდებული დასაწყისი - საქართველომ პორტუგალიას მოუგო
დიდებული დასაწყისი - საქართველომ პორტუგალიას მოუგო