კონტრაქტს ხელი მოაწერა - გიუნდოგანი ბარსელონას ფეხბურთელია
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილქაი გიუნდოგანმა გადაწყვეტილება მიიღო. თურქული ფესვების მქონე გერმანელს „ბარსელონაში“ სურდა თამაში.
ესპანურმა მედიამ დაწერა, რომ 32 წლის ნახევარმცველმა გერმანიაში სამედიცინო შემოწმების პირველი ნაწილი გაიარა და კატალონიურ გრანდში გადასასვლელად მზად არის.
სულ ცოტა ხნის წინ, გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა და ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.
Ilkay Gündogan to Barcelona, here we go! Final approval arrived on club side to register him as new signing, green light from the player. It’s done deal, signed few minutes ago. ???????????? #FCB
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 21, 2023
Gündogan has agreed a two year deal valid until June 2025 with option for further year. pic.twitter.com/Gr467hNBms
ლა ლიგამ ბარსას ახალი ფეხბურთელის დარეგისტრირების უფლება მისცა. ილქაი „ბლაუგრანასთან“ 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და წელიწადში მისი ანაზღაურება 6 მილიონი ევრო იქნება. ასევე, ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც მას კატალონიაში კიდევ 1 წლით დარჩენა შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ გიუნდოგანი „ქალაქელებს“ 2016 წელს შეუერთდა. 2016 წლიდან დღემდე, 32 წლის ნახევარმცველმა „მანჩესტერ სიტის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 304-ჯერ მოირგო, 60 გოლი გაიტანა და 40 საგოლე გადაცემა შეასრულა.