საქართველოს 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

პორტუგალიური მედია: “საქართველომ შეზღუდული ნიჭით შოკი გამოიწვია“

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველომ ტურნირის ფავორიტ პორტუგალიას უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, საკუთარი ქვეყნის ნაკრების თამაში პორტუგალიურმა მედიამ შეაფასა.

რას წერს Abola.Pt?

„დიდი სიურპრიზი. პორტუგალია საქართველოსთან დამარცხდა. ასეთ სადებიუტო მატჩს არავინ ელოდა. რისი ბრალია ეს? ამაზე პასუხები მთავარმა მწვრთნელმა უნდა გასცეს. გასაგებია, რომ მატჩი მასპინძელი ქვეყნის ნაკრებთან გვქონდა, მაგრამ ასეთ წაგებას გამართლება არ აქვს.“

რას წერს Zerozero.Pt?

„ეს წაგება დამოკიდებულების ბრალია თუ არასწორი დაგეგმვის? პორტუგალია დამარცხდა გუნდთან, რომელთანაც 3 ქულის აღება ყველაზე ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო. ეს შედეგი სიტუაციას ძალიან ართულებს. ამ წაგებას არაფერი მოასწავებდა, თუმცა გამოიკვეთა დეტალები, რომლებმაც ეს გამოიწვია.

გუნდმა მცირე ტემპი აჩვენა. სელექციაც არასწორი იყო. ბუნებრივია პორტუგალიას ბურთის ფლობა არ უჭირდა, მაგრამ რეალურ მომენტებს ვერ ქმნიდა. ფეხბურთელებს ინსპირაციის ნაკლებობა ეტყობოდათ. საქართველომ ძალიან შეზღუდული ნიჭით შესაძლებლობები შექმნა და გახსნით მატჩში შოკი გამოიწვია.“

ცნობისთვის, პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრებს ბოლო 40 მატჩიდან 36 ჰქონდა მოგებული. ასევე გეტყვით, საქართველოს ჯგუფში პარალელურად ბელგიასა და ნიდერლანდების მატჩი მიმდინარეობდა, რომელიც 0:0 დასრულდა და რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი 3 ქულით ჯგუფის ლიდერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თუ ოსიმენი წავა - ნაპოლის თავდამსხმელის ორი ვარიანტი აქვს
თუ ოსიმენი წავა - ნაპოლის თავდამსხმელის ორი ვარიანტი აქვს