მილანი, ნიუკასლი, სანდრო ტონალი
Aa
Aa

მილანი დანებდა? - ტონალის ნიუკასლში გადასვლა რეალურია

დიდი ხანია „ნიუკასლს“ სანდრო ტონალის გადაბირება სურს, მაგრამ ეს უკვე ორჯერ არ გამოუვიდა. Football Italia იტყობინება, რომ შესაძლოა „კაჭკაჭებმა“ მესამე ცდაზე მიზანს მიაღწიონ.

როგორც მოგეხსენებათ, „ნიუკასლი“ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს და ამისთვის შესაბამისი კადრების დამატებას ცდილობენ. საუდის არაბეთიდან დაფინანსება კი მნიშვნელოვნად იზრდება.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში, „კაჭკაჭებმა“ „ნაპოლის“ ოსიმენის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა დე ლაურენტისმა ტრანსფერი იმ წამსვე დაბლოკა, რადგან „პარტენოპეი“ სკუდეტოსთვის ბრძოლაში იყო ჩართული.

ინგლისურმა კლუბმა ბარელას შეძენაც სცადა, მაგრამ „ინტერს“ შეთავაზებული 60 მილიონი ეცოტავა და უარი თქვა. ბოლო ინფორმაციით, „ნიუკასლმა“ სანდრო ტონალის სანაცვლოდ „როსონერის“ 60 მილიონი შეთავაზა, მაგრამ დაიბლოკა.

წყაროს ცნობით, ინგლისელები ახალ წინადადებას ამზადებენ, რომელიც გაცილებით მიმზიდველი იქნება. თუ Football Italia-ს დავუჯერებთ, „მილანი“ უკეთესი პირობების შეთავაზების შემთხვევაში ტონალის გასაყიდად მზად იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველა დეტალი შეთანხმებულია - კოვაჩიჩი მანჩესტერ სიტიში ითამაშებს
ყველა დეტალი შეთანხმებულია - კოვაჩიჩი მანჩესტერ სიტიში ითამაშებს