ბარსელონა, მანჩესტერ სიტი, ილქაი გიუნდოგანი
Aa
Aa

99%-ით გადაწყვეტილია - გიუნდოგანი ბარსელონაში ითამაშებს

დიდი ხანია მიდის საუბრები, რომ მომავალი სეზონიდან ილქაი გიუნდოგანი „ბარსელონას“ მაისურს მოირგებს. თურქული ფესვების მქონე გერმანელი კატალონიურ გრანდში გადასვლასთან ძალიან ახლოს არის.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ილქაიმ სამედიცინო შემოწმების პირველი ნაწილი გერმანიაში გაიარა და ყველაფერი წესრიგში აქვს. წყაროს ცნობით, პეპ გუარდიოლას მისი შენარჩუნება აღარ სურდა.

აქედან გამომდინარე, მოვლენები დაჩქარდა. Relovo ადასტურებს, რომ „ბარსელონა“ გიუნდოგანს 2-წლიან კონტრაქტს უმზადებს და მისი ყოველწლიური ანაზღაურება 6 მილიონი ევრო იქნება.

ცნობისთვის, ტრანსფერს რეალურს ისიც ხდის, რომ „ქალაქელებმა“ მატეო კოვაჩიჩთან მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც გუარდიოლას სწორედ ილქაის შემცვლელად სურდა.

შეგახსენებთ, რომ გიუნდოგანი „ქალაქელებს“ 2016 წელს შეუერთდა. 2016 წლიდან დღემდე, 32 წლის ნახევარმცველმა „მანჩესტერ სიტის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 304-ჯერ მოირგო, 60 გოლი გაიტანა და 40 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სათამაშოდ ძალიან რთული პირობები იყო“ - კაშია მატჩის შემდეგ
„სათამაშოდ ძალიან რთული პირობები იყო“ - კაშია მატჩის შემდეგ