ჩელსი, მანჩესტერ სიტი, მატეო კოვაჩიჩი
Aa
Aa

ყველა დეტალი შეთანხმებულია - კოვაჩიჩი მანჩესტერ სიტიში ითამაშებს

გავრცელებული ინფორმაციით, მომავალ სეზონში ილქაი გუნდოგანი „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას აღარ დაიცავს. შესაბამისად, პეპ გუარდიოლა მისი შემცვლელის ძიებაშია.

აქტიურად იწერებოდა მატეო კოვაჩიჩზე, რომელიც ესპანელ სპეციალისტს პირადად სურდა. ბოლო პერიოდში „ჩელსის“ ფეხბურთელთან დაკავშირებით არაერთი სიახლე შეგვხვდა, მაგრამ დღეს ყველაზე სარწმუნო სატრანსფერო ექსპერტმა ფაბრიციო რომანომ ახალი ინფორმაცია გააჟღერა.

მისი თქმით, აბსოლუტურად ყველაფერი შეთანხმებულია. „ქალაქელებს“ ხორვატის ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდებათ. სამედიცინო შემოწმება შემდეგ კვირაში დაიგეგმა. მატეოს მხოლოდ „მანჩესტერ სიტიში“ სურდა გადასვლა.

შეგახსენებთ, რომ ხორვატი ნახევარმცველი „ლურჯებს“ 2019 წლის ზაფხულში „რეალიდან“ შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში კოვაჩიჩმა „ჩელსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 221-ჯერ მოირგო, 6 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტაქტი მხარეებს შორის | ტოტენჰემი მამარდაშვილის ტრანსფერზე ფიქრობს
კონტაქტი მხარეებს შორის | ტოტენჰემი მამარდაშვილის ტრანსფერზე ფიქრობს