კონტრაქტი გაახანგრძლივა | ტონი კროოსი რეალში რჩება
მადრიდის „რეალმა“ ტონი კროოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. „სამეფო კლუბმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს აუწყა, რომ ახალი ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისამდე იქნება გათვლილი.
???? #KROOS2024 ???? pic.twitter.com/HiKIyXAsDS
— Real Madrid C.F. (@realmadrid) June 21, 2023
გერმანელ ნახევარმცველს კლუბთან კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურებოდა და შეეძლო, „სანტიაგო ბერნაბეუ“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაეტოვებინა. „ბლანკოსმა“ გუნდის ერთ-ერთი ლიდერის შენარჩუნება გადაწყვიტა და მასთან გამართული მოლაპარაკებები პოზიტიურად დასრულდა.
????✨ #Kroos2024 ????✨ pic.twitter.com/mP0N6a97jo
— Real Madrid C.F. (@realmadrid) June 21, 2023
ცნობისთვის, კროოსი „რეალში“ 2014 წელს გადავიდა და „სამეფო კლუბში“ 40 ტიტული მოიგო. იგი ჩემპიონთა ლიგის 4-გზის, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის 5-გზის, ევროპის სუპერთასის 4-გზის, ლა ლიგის 3-გზის და ესპანეთის სუპერ თასისა და თასის ტრიუმფატორია. 2022-23 წლების სეზონში, მან მონაწილეობა 52 შეხვედრაში მიიღო და 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.