გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

კონტაქტი მხარეებს შორის | ტოტენჰემი მამარდაშვილის ტრანსფერზე ფიქრობს

„ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის გადაბირებით პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. ერთ-ერთი „ტოტენჰემია“ და რამდენიმე წუთის წინ, ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომ ამ თემაზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

რომანოს მიხედვით, „დეზების“ მთავარი სამიზნე დავიდ რაია გახლავთ. მხარეებს შორის პირადი კონტრაქტის დეტალებიც შეთანხმებულია, მაგრამ „ბრენტფორდი“ მის სანაცვლოდ 40 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვს, რაც ლონდონელთა აზრით, ძალიან ძვირია. შესაბამისად, ისინი ალტერნატიულ ვარიანტებზე ფიქრობენ.

როგორც ფაბრიციო წერს, „ტოტენჰემსა“ და მამარდაშვილის წარმომადგენლებს შორის კონტაქტი იყო და „დეზების“ მიზანი გიორგის შესაძლო ტრანსფერზე ინფორმაციის მიღება გახლდათ. ქართველი მეკარის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა, მაგრამ ესპანური პრესის ცნობით, „ვალენსია“ მზადაა, მას 30-35 მილიონად შეელიოს, რაც 40 მილიონ გირვანქა სტერლინგზე ბევრად ნაკლებია.

ცნობისთვის, „მამარდას“ „ჩელსის“ და „ინტერსაც“ უკავშირებდნენ. იტალიური გამოცემების მიხედვით, „ნერაძურიმ“ არჩევანი გულიელმო ვიკარიოზე შეაჩერა, „არისტოკრატები“ კი კვლავინდებურად ტრანსფერის გაჩარხვის კანდიდატებად განიხილებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართველებს თამაშის გადადება უნდოდათ“ - რობერტსონის და მაკგრეგორის კომენტარები
„ქართველებს თამაშის გადადება უნდოდათ“ - რობერტსონის და მაკგრეგორის კომენტარები