ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Sofascore - ცნობილია ქართველი ფეხბურთელების შეფასება

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში საქართველო შოტლანდიას ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა ქართველი ფეხბურთელები შეაფასა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე დაბალი ქულა ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო, რომელმაც მატჩის მიწურულს პენალტი ვერ გამოიყენა.

Sofascore:

მამარდაშვილი(6.2), კაკაბაძე(6.2), კვირკველია(7.2), კაშია(6.8), დვალი(6.1), გაგნიძე(7.0), კვეკვესკირი(6.4), ლობჟანიძე(6.3), კვარაცხელია(5.9), კიტეიშვილი(7.1), მიქაუტაძე(6.1), გოჩოლეიშვილი(6.6), ზივზივაძე(6.6), დავითაშვილი(7.0).

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს სატურნირო ცხრილში 4 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება, თუმცა ესპანეთს, რომელსაც 3 ქულა აქვს ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

შემდეგ ტურში „ჯვაროსნები“ ესპანეთს უმასპინძლებენ. აღნიშნული შეხვედრა 8 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აუტანელი ტკივილი აწუხებს - სუარესმა შესაძლოა კარიერა დაასრულოს
აუტანელი ტკივილი აწუხებს - სუარესმა შესაძლოა კარიერა დაასრულოს