გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კაკაბაძე, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, სკოტ მაკტომინეი, ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლი, კალუმ მაკგრეგორი
Aa
Aa

მარცხი ჰემპდენ პარკზე - სკოტების გამარჯვება და ხვიჩას გაცუდებული პენალტი

ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში, A ჯგუფში შოტლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა „ჰემპდენ პარკზე“ საქართველო 2:0 დაამარცხა, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსის ნაკრები ზედიზედ მესამე შეხვედრაში დამარცხდა, ამჯერად ქულები ნორვეგიასთან ოსლოში დაკარგა (3:1).

გლაზგოში ანგარიში მე-6 წუთზე კალუმ მაკგრეგორმა გახსნა, რის შემდეგაც მატჩი ძლიერი წვიმის გამო, მინდვრის საფარი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, ასეთ პირობებში ფეხბურთის თამაში არ შეიძლება.

მინდვრის საფარი იმდენად ცუდ მდგომარეობაში იყო, უცნაურია UEFA-მ ფეხბურთელებს თამაშის დაწყების უფლება რატომ მისცა. სწორედ ამ მომენტში, ვიდრე თამაში შეწყდებოდა, ფეხბურთელები უკიდურესად რთულ პირობებში თამაშობდნენ. სამწუხაროდ, რომ შეხვედრის შეწყვეტამდე შოტლანდიელებმა ანგარიში გახსნეს.

შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ კლარკმა შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა:

განი, ჰიკი, პორტეუსი, ჰენდრი, ტირნი (სუტარი 79), რობერტსონი (კ), მაკტომინეი, გილმორი (მაკლინი 86), მაკგრეგორი (ჯეკი 79), მაკგინი (კრისტი 90+2), დაიკსი (ნისბეტი 79)

საქართველოს ნაკრებმა „ჰემპდენ პარკზე“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

მამარდაშვილი, დვალი (ზივზივაძე 56), კაკაბაძე, კაშია (კ), კვერკველია, გაგნიძე, კიტეიშვილი, კვეკვესკირი (გოჩოლეიშვილი 56), ლობჟანიძე (დავითაშვილი 64), მიქაუტაძე, კვარაცხელია

გარკვეული დროის შემდეგ თამაშის განახლების გადაწყვეტილება მიიღეს. პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა, მეორე ტაიმის სტარტზე კი სკოტ მაკტომინეიმ ანგარიში ორამდე გაზარდა, ამ მომენტში ოთარ კაკაბაძემ ბურთი მაკტომინეის მისამართით მოიგერია, მამარდაშვილმა კი ბურთი ახლო კუთხეში გაუშვა.

მატჩის დასრულებამდე საქართველოს ნაკრები შეტევების გამწვავებას ცდილობდა და გოლის გატანის ორი რეალური მომენტი ვერ გამოიყენა, გიორგი მიქაუტაძემ ბურთი კარს მცირე მანძილით ააცილა, მე-4 დამატებულ წუთზე კი ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი ვერ გაიტანა, მისი დარტყმა არაზუსტი იყო.

ხვიჩა კვარაცხელიას 19 მარტის შემდეგ გოლი არ გაუტანია. საკლუბო და სანაკრებო მატჩების ჯამში მისი უგოლო სერია 16-მატჩიანია. 

მატჩის მიმოხილვა

მიმდინარე შესარჩევ ციკლში ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი პირველად დამარცხდა, სტივ კლარკის გუნდმა კი ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო და 12 ქულით ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.

A ჯგუფში შოტლანდია 12 ქულით პირველ ადგილზეა, საქართველოსა და ნორვეგიის ანგარიშზე 4-4 ქულაა, ესპანეთის აქტივში 3 ქულაა, ხოლო კვიპროსი 0 ქულით აუტსაიდერია. 

საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე შესარჩევ ციკლში სამი მატჩი ჩაატარა, ნორვეგიასთან ბათუმში ფრედ ითამაშა (1:1), სტუმრად კვიპროსი დაამარცხა (1:2), შოტლანდიასთან კი მძიმე მატჩში დამარცხდა (2:0).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები