რამაზ სვანაძე, ანრი მექვაბიშვილი, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი
Aa
Aa

„მათთან ერთად უფრო ძლიერები ვიქნებოდით“ - სვანაძე ხვიჩასა და მიქაუტაძეზე

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრები პირველ მატჩს „დინამო არენაზე“ პორტუგალიასთან გამართავს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა.

რამაზ სვანაძე: „ის მიზნები, რაც შეკრებაზე დავისახეთ, შესრულებულია, დანარჩენი კი თამაშზე გამოჩნდება. რა თქმა უნდა, პორტუგალია ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია, თუმცა ჩვენ მასპინძლები ვართ და მაქსიმალურად ვეცდებით კარგად წარმავაჩინოთ ჩვენი თავი. შესარჩევი ეტაპი ჩვენ გამოვტოვეთ, ამხანაგური მატჩებით გავედით ფონს, თუმცა მოლოდონები, რაც გვქონდა არსად წასულა.

ჩვენი მოტივაცია არის ის, რომ გვინდა ყველა თამაშში ჩვენი სახე გამოვაჩინოთ. ეროვნული და ახალგზრდული თამაშები სამწუხაროდ ერთმანეთს დაემთხვა და გარკვეული ცვლილებების განხორციელება მოგვიწია, თუმცა ან ცვლილებებს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებიც ახლავს. შეკრებებზე იმაზე მეტი ფეხბურთელი ვნახეთ, ვიდრე უნდა გვენახა. ხვალ კიდევ 5 ფეხბურთელი შემოგვიერთდება და მთავარი ის არის, რომ ეს მოთამაშეები დიდი ხანია ჩვენთან ერთად არიან და ამიტომ, ადაპტაციის პრობლემა არ იქნება.

ხვიჩა კვარაცხელიასთან და გიორგი მიქაუტაძესთან წინასწარ გვქონდა კომუნიკაცია და ვიცოდით ის, რომ ისინი ვერ დაგვეხმარებოდნენ. ეს რა თქმა უნდა დანაკლისია, მათთან ერთად უფრო ძლიერები ვიქნებოდით, თუმცა იმ გუნდით, რა გუნდიც გვეყოლება, მაქსიმუმის გაკეთებას შევეცდებით. დღეს დაველოდებით ეროვნული ნაკრების თამაშს, ხვალ დილით კი შემოგვიერთდებიან სხვა ფეხბურთელები და გადავწყვყეტთ იმას, თუ ვინ ითამაშებს და ვინ არა“.

ანრი მექვაბიშვილი: „ჩვენი შეკრება ნაყოფიერად მიმდინარეობს. ტრავმა მოვირჩინე და ახლა თავს კარგად ვგრძნობ, ოპტიმალურ ფორმაში ვარ და ხვალ თამაშს შევძლებ. დასაფასებელია ის, როდესაც მეტოქის მწვრთნელი გაქებს. მათ წინა თამაშში ნახეს, თუ რა ძალა გვაქვს, შესაბამისად, ხვალ უფრო მეტი მოტივაცია გვაქვს, რო, კარგი მატჩი უნდა ჩავატაროთ. რა თქმა უნდა მოედანზე მოსაგებად გავალთ და ვეცდებით მსოფლიოს ჩვენი თავი ვაჩვენოთ. ხვიჩა კვარაცხელიამ და და გიორგი მიქაუტაძემ კარგი შედეგები აჩვენეს სეზონის მიმდინარეობისას.

ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის გრაფიკი, რომელიც მათ ჰქონდათ. მათ თითქმის ყველა შეხვედრა ჩაატარეს სეზონში. ძალიან გვინდოდა, რომ ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ, თუმცა ასეთ დროს ტრავმების საშიშროებაც ძალიან დიდა. რა თქმა უნდა, ეს დიდი დანაკლისია, თუმცა ის ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე იქნებიან, ყველაფერს გაიღებენ რომ შედეგი დააფიქსირონ. როგორც კაპიტანი, ჩემი ვალია ფეხბურთელებს მატჩის წინ ვუთხრა, რომ ბევრი მაყურებლის წინაშე წნეხი არ განიცადონ და თავიანთი თამაში ითამაშონ. პორტუგალია ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ევროპაში. მათ სუსტი მხარეები ნაკლებათ აქვთ. ჩვენ კი ვეცდებით ჩვენი თამაში ვითამაშოთ“.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრები პირველ მატჩს საქართველოსთან ჩაატარებს. შეხვედრა „დინამო არენაზე“ 21 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია TV Imedi-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები