მანონი საღარაძე, სალომე მაკასარაშვილი
Aa
Aa

საღარაძე საუკეთესო შვიდეულში - 7-ქალა ნაკრები მეოთხე ადგილზე გავიდა

საქართველოს 7-ქალამ რაგბი ევროპის ალაფის პირველი, ზაგრების ეტაპი მეოთხე ადგილზე დაასრულა და საკუთარი მიღწევა გაიმეორა. ჩვენმა გუნდმა ერთადერთხელ, 2014 წელს დაიკავა მეორე დივიზიონში მეოთხე ადგილი.

სამწუხაროდ, ფინალური დღე გოგონებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. თასის ნახევარფინალში ჯაბა მალაღურაძის შეგირდები მომავალ ჩემპიონ უკრაინასთან 0:21 ჩამორჩნენ. მეორე ტაიმში მანონი საღარაძემ და მარიამ გოგუაძემ ლელოებით ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ გარდასახვები არაზუსტი იყო, მატჩის გადარჩენის შანსი აღარ შეგვრჩა და ბოლოს უკრაინელებმა ერთი ლელოც მიითვალეს – 10:28.

მესამე ადგილისთვის ფინეთს შევხვდით და აქაც ჩამოვრჩით. ტაიმის ბოლოს მანონი საღარაძემ ლელოთი სხვაობა 9 ქულამდე დაიყვანა. მეორე ტაიმის შუაში ლელო სალომე მაკასარაშვილმა მიითვალა. გარდასახვა ახლაც არაზუსტი იყო, თამაში რომ განახლდა ფინეთმა მესამე ლელო გაიტანა და 19:10 გაიმარჯვა.

ცნობისთვის, შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ, 12 ქვეყნიდან არჩეულ სიმბოლურ შვიდეულში ორი ქართველი მორაგბე მანონი საღარაძე და სალომე მაკასარაშვილი მოხვდნენ.

საღარაძის საუკეთესო მომენტები

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი არყოფნა ხელს ძალიან შეგვიწყობს“ - რუი ჟორჟე ხვიჩაზე
„მისი არყოფნა ხელს ძალიან შეგვიწყობს“ - რუი ჟორჟე ხვიჩაზე