“MLS-ში ფინანსები მაღალ დონეზეა“ - გუარდიოლა მესის ტრანსფერზე
ლეო მესის „ინტერ მაიამიში“ გადასვლამ გულშემატკივრების და საფეხბურთო ექსპერტების აზრები ორად გაყო. ნაწილი თვლის, რომ არგენტინელი სწორად მოიქცა, ხოლო ნაწილი პირიქით.
ამასთან დაკავშირებით, სხვადასხვა მწვრთნელების საუბრობენ. გამონაკლისი არც პეპ გუარდიოლა გახდა, რომელმაც განაცხადა:
გუარდიოლა:
„ამ სიტუაციაზე ბევრი არაფერი ვიცი. პირიქით, თქვენ ჟურნალისტებმა გაცილებით მეტი იცით. თუ მან ამერიკაში გადასვლა გადაწყვიტა ეს იმას ნიშნავს, რომ ასე თვლის საჭიროდ და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ჭორებს ყოველთვის ვაიგნორებ. აქ ფინანსური საკითხებიც არის, რომელიც MLS-ში საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული. სხვა დანარჩენზე კომენტარს არ გავაკეთებ.“
შეგახსენებთ, რომ ლეო მესიმ ევროპული საფეხბურთო კარიერა დაასრულა და მომავალი სეზონიდან კარიერას „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დევიდ ბექჰემს სურს, რომ მესისთან ერთად გუნდში ჟორდი ალბა, ლუის სუარესი და სერხიო ბუსკეტსი მიიყვანოს. დღეს, ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ ჟორდი ალბა „ინტერ მაიამისთან“ აწარმოებს მოლაპარაკებას.
Understand Jordi Alba is now in active negotiations to join Inter Miami — it’s a concrete possibility. ???????????????? #MLS
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 13, 2023
Alba has two proposals from Saudi, he has made no final decision yet. Player will assess his options and decide in the next weeks. pic.twitter.com/fJm30MGBqo