მოლაპარაკება ბოლო ფაზაშია - კოვაჩიჩი სიტისთან ერთ ნაბიჯშია
გავრცელებული ინფორმაციით, მომავალ სეზონში ილქაი გუნდოგანი „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას აღარ დაიცავს. შესაბამისად, პეპ გუარდიოლა მისი შემცვლელის ძიებაშია.
აქტიურად იწერებოდა მატეო კოვაჩიჩზე, რომელიც ესპანელ სპეციალისტს პირადად სურდა. ბოლო პერიოდში „ჩელსის“ ფეხბურთელთან დაკავშირებით არაერთი სიახლე შეგვხვდა, მაგრამ დღეს ყველაზე სარწმუნო სატრანსფერო ექსპერტმა ფაბრიციო რომანომ ახალი ინფორმაცია გააჟღერა.
მისი თქმით, „ჩელსი“ და „მანჩესტერ სიტი“ მატეო კოვაჩიჩის გარიგების ბოლო ეტაპზე არიან. თავდაპირველად „ქალაქელები“ 25 მილიონ ევროს იხდიდნენ, ხოლო „არისტოკრატებს“ 30 სურდათ. პირადი დეტალები 100%-ით შეთანხმებულია.
შეგახსენებთ, რომ ხორვატი ნახევარმცველი „ლურჯებს“ 2019 წლის ზაფხულში „რეალიდან“ შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში კოვაჩიჩმა „ჩელსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 221-ჯერ მოირგო, 6 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.
Chelsea and Manchester City are at the final stages of Mateo Kovacić deal. First approach was for €25m, Chelsea want at least €30m. Personal terms are 100% agreed ???????????? #MCFC
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 19, 2023
This could only change if City decide to enter into Declan Rice deal — where Arsenal remain favourites. pic.twitter.com/kxHRS3fmLY