გავი, ჯუდ ბელინგემი, ჯამალ მუსიალა
Aa
Aa

Golden Boy-ის ნომინანტები | Tuttosport-მა ტოპ 10 დაასახელა

იტალიურმა გამოცემამ, Tuttosport-მა Golden Boy-ის ჯილდოს ტოპ 10 ნომინანტი დაასახელა. Tuttosport-ი ჯილდოს ევროპაში მოთამაშე 21-წლამდე ასაკის საუკეთესო ფეხბურთელებს გადასცემს და 2022 წელს, ეს სტატუსი გავის ერგო.

„ბარსელონას“ ესპანელი ნახევარმცველი ტოპ 10-ში წლეულსაც იმყოფება და სპეციალურად შედგენილ რეიტინგში, რომელიც Golden Boy-ის ინდექსს ეფუძნება, მესამე ადგილს იკავებს. პირველზე მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელი, ჯამალ მუსიალა იმყოფება, მეორე კი ჯუდ ბელინგემია.

მეოთხე პოზიციას „ბენფიკას“ მცველი, ანტონიუ სილვა იკავებს. მე-5 ადგილზე „ბარსელონას“ უკანახაზელს, ალეხანდრო ბალდეს ვხედავთ. ხავი სიმონსი მეექვსეა, ფლორიან ვირცი - მეშვიდე, ბენჟამინ შეშკო - მერვე, დევინ რენსხი - მეცხრე, ჯორჯო სკალვინი - მეათე.

Golden Boy-ის ტოპ 20 კი ასე გამოიყურება

11 - ლუკა გურნა-დუატი

12 - არტურ ვერმეერენი

13 - რაიან ჩერკი

14 - ჰარვი ელიოტი

15 - მილოშ კერკეზი

16 - რასმუს ჰოილუნდი

17 - რიკო ლუისი

18 - არნო მარტინესი

19 - ემანუელ ემეგა

20 - ჯელერტ კრისტენსენი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის დინამოს მეტოქე ცნობილია
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის დინამოს მეტოქე ცნობილია