საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, ზურაბ ხიზანიშვილი, შოტლანდიის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„რთული თამაში გვექნება, მაგრამ არც შოტლანდიისთვის იქნება მარტივი“ - ზურაბ ხიზანიშვილი

ცნობილ შოტლანდიურ გამოცემა The Herald.com-ზე საქართველოს ნაკრებისა და გლაზგოს „რეინჯერსის“ ყოფილი მცველის, ზურაბ ხიზანიშვილის ინტერვიუ ვრცელდება, რომელშიც ვეტერანი ფეხბურთელი საქართველოსა და შოტლანდიის მოახლოებულ შეხვედრაზე საუბრობს და ასევე თანამედროვე ქართულ ფეხბურთში ხვიჩა კვარაცხელიას როლსაც აღნიშნავს.

როგორც ვიცით, ზურაბ ხიზანიშვილი ახლა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტია და ახლა გუნდთან ერთად გლაზგოში იმყოფება, სადაც შოტლანდიური მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

რას ამბობს ზურაბ ხიზანიშვილი:

გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ შოტლანდიამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. შოტლანდიურ ფეხბურთს კარგად ვიცნობ და მის შესახებ ბევრი ვიცი, მაგრამ ახლა ეს უფრო შოტლანდიური და ესპანური ფეხბურთის ნაზავია - რაც ფიზიკურობისა და ტიტი-ტაკას სინთეზს გულისხმობს. გასულ შეხვედრებში ისინი დიდებულად თამაშობდნენ და სწორედ ამის გამო არიან ჯგუფში პირველ ადგილზე.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნამდვილად რთული თამაში ექნება, მაგრამ არც შოტლანდიისთვის იქნება ადვილი. საინტერესო თამაშს ველოდებით. თუ შოტლანდიელები სამ ქულას მოიპოვებენ, ეს მათთვის მნიშვნელოვანი იქნება და თუ ჩვენ ავიღებთ, მაშინ ბრძოლაში დავრჩებით.

ძალიან საინტერესო თამაში იქნება, რადგან საქართველოს ჰყავს კარგი მოთამაშეები, ახალი, ნიჭიერი თაობა. ბოლო წლების განმავლობაში ისინი მართლაც კარგად გამოდიან, განსაკუთრებით კი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც როგორც იტალიაში, ისე ეროვნულ ნაკრებში ძალიან კარგად თამაშობს.

იტალიაში მას საუკეთესო სეზონი ჰქონდა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. მან „ნაპოლისთვის“ძალიან ბევრი გააკეთა როგორც სერია A-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე. კარიერის შემდეგ ეტაპზე სადაც არ უნდა წავიდეს, ეს იქნება ესპანეთი, ინგლისი, გერმანია თუ საფრანგეთი, ყველგან წარმატებული იქნება. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია იყოს სუპერვარსკვლავი.

რაც მთავარია, როგორ პერსონაჟი ის უბრალოდ დაუჯერებელია, რომელიც ფეხბურთზეა კონცენტრირებული. არ აქვს მნიშვნელობა „ნაპოლიში“ თამაშობს, თუ სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელია, ის მუდამ იგივე დონეს ინარჩუნებს. ეს სწორედ ის ფაქტორია, რაც მას უძლიერეს ფეხბურთელად აქცევს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების დაპირისპირება დღეს, საქართველოს დროით 22:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოჩოლეიშვილი შოტლანდიაზე: „დაძაბული თამაში იქნება“
გოჩოლეიშვილი შოტლანდიაზე: „დაძაბული თამაში იქნება“