დაჩი ლორთქიფანიძე
Aa
Aa

ბრწყინვალე გასროლა - 18 წლის ქართველის საოცარი გოლი იტალიაში

იტალიაში, ანგელო დოსენას სახელობის ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე „კრემონეზეს“ 19 წლამდე გუნდის ქართველმა ფეხბურთელმა დაჩი ლორთქიფანიძემ „ბრეშას“ 19-წლამდე გუნდს ბრწყინვალე გოლი გაუტანა, შორი მანძილიდან მაღალ კუთხეში შეუგდო.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      „კრემონეზეს“ 19-წლამდე გუნდი ტურნირის ნახევარფინალში ბერგამოს „ატალანტას“ 19-წლამდე გუნდთან დამარცხდა (0:1).

      შეგახსენებთ, დაჩი ლორთქიფანიძე „კრემონეზეს“ ასაკობრივ გუნდებში ხუთი წელია ასპარეზობს, ''კრემონეზეს'' 16-წლამდე გუნდის კაპიტანი იყო. ის ასევე კაპიტნობდა ''კრემონეზეს'' 17-წლამდე გუნდს. 17-წლამდე გუნდში დაჩის ლუკა ბელინგერი წვრთნიდა, რომელსაც ფეხბურთელობისას ''კომოსა'' და ''ლივორნოს'' რიგებში სერია ა-ში უთამაშია. დაჩი ლორთქიფანიძის მთავარი პოზიციაა საყრდენი ნახევარმცველია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური მცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაში.

      გასულ სეზონში „კრემონეზეს“ 19-წლამდე გუნდში დაჩი ლორთქიფანიძემ 27 თამაშში 2 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი შეასრულა.

      დაჩი ლორთქიფანიძემ საქართველოს 18-წლამდე ნაკრებში 3 მატჩი ჩაატარა.

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები