ვეა: „მესით აღფრთოვანებული ვარ, რონალდუ ძალიან მომწონს“
„მილანისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ჟორჟ ვეამ კრიშტიანუ რონალდუზე და ლიონელ მესიზე ისაუბრა. ვეამ დაასახელა მიზეზები, რომელთა გამოც პორტუგალიელ და არგენტინელ სუპერვარსკვლავებს აფასებს.
„მსოფლიო ჩემპიონატზე, საუდის არაბეთთან განცდილი მარცხის შემდეგ, არგენტინის ნაკრებს ყველა აკრიტიკებდა, მაგრა მესიმ იცოდა, მისი გუნდის ღირებულება როგორი იყო და იმეორებდა, რომ პირველი მატჩის შედეგი არაფერს ნიშნავდა. მესით აღფრთოვანებული ვარ, რადგან ის ნიჭიერი და ჭკვიანია, ცოტას ლაპარაკობს და გუნდზე მუშაობს. რონალდუც ძალიან მომწონს, რადგან ის სერიოზული პროფესიონალია.
ევროპულ ჩემპიონატებს თვალს კვლავინდებურად ვადევნებ. ახლა ჩემი ფავორიტები ატლეტიკო და იუვენტუსი არიან. იუვე მიშელ პლატინის გამო შემიყვარდა და ვინმეს რომ ეკითხა, რომელ გუნდში ისურვებ თამაშსო, ბიანკონერის ავირჩევდი. თუმცა მონაკო ჩემი საფეხბურთო ოჯახია, მილანი კი მეორე ადგილზეა“.
შეგახსენებთ, რომ ვეა „მონაკოს“ ღირსებას 1988-დან 1992 წლამდე იცავდა. შემდეგ იგი „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა, საიდანაც „მილანს“ მიაშურა. ბოლოს იგი „ალ ჯაზირას“ ღირსებას იცავდა და 8 შეხვედრაში 13 გოლიც გაიტანა.