ფერენცვაროში, ყარაბაღი, სლოვანი - დინამოს სავარაუდო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგაზე
UEFA-ს 2023-24 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 20 ივნისს გაიმართება. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამო“ განუთესავია. ასე რომ, შესაძლოა საკმაოდ ძლიერ კლუბს შეხვდეს. „დინამოს“ სავარაუდო მეტოქეები შემდეგი კლუბები არიან:
ფერენცვაროში, ყარაბაღი, ბრატისლავას სლოვანი, ლუდოგორეცი, შერიფი, ბატე, ასტანა, ჰაიფას მაქაბი, ვილნიუსის ჟალგირისი, ჰიკ, ტალინის ფლორა, შემროკ როვერსი, ნიუ სენტსი, ლუბლიანას ოლიმპია, ზრინსკი.
UEFA-ს 2023-24 წლების სეზონის კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 20 ივნისს გაიმართება. აღნიშნულ ეტაპზე საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ბათუმის „დინამო“, საქართველოს თასის მფლობელი ქუთაისის „ტორპედო“ და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გასულ სეზონში მესამე ადგილზე გასული გორის „დილა“ ითამაშებენ.
მათგან განთესილი მხოლოდ ბათუმის „დინამოა“, აჭარული კლუბის კოეფიციენტია 4,500. ქუთაისის „ტორპედო“ (3,500) და გორის „დილა“ (2,000) განუთესავები არიან. პირველი ეტაპის დაძლევის შემთხვევაში სამივე ქართული კლუბი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე განუთესავი იქნება.
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 13 და 20 ივლისს გაიმართება.