დევინ ბუკერი, კევინ დურანტი, ბრედლი ბილი
Aa
Aa

დიდი სამეული ფინიქსში | ბრედლი ბილი უიზარდსს ტოვებს

NBA-ის ცნობილი ინსაიდერის, ედრიან ვოინაროვსკის ინფორმაციით, „ვაშინგტონ უიზარდსმა“ ყველა ვარსკვლავის მატჩის სამგზის მონაწილე, ბრედლი ბილი „ფინიქს სანსში“ გაუშვა. ტრეიდის შედეგად, „ვაშინგტონმა“ კრის პოლი, ლენდრი შამეტი, მეორე რაუნდის პიკები და რამდენიმე პიკის გაცვლის უფლება მიიღო.

„ფინიქსს“ პირველი რაუნდის პიკი, რომლის ტრეიდში ჩართვაც შეიძლებოდა, არ ჰქონდა და როგორც ვოინაროვსკი იტყობინება, ტრეიდის გაოფიციალურებას რამდენიმე დღე დასჭირდება. ბილის აგენტმა, მარკ ბარტელსტეინმა დაადასტურა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და ტრეიდს წინ არაფერი უდგას.

ცნობისთვის, ზაფხულში, 29 წლის შემტევმა მცველმა „ვაშინგტონთან“ 5-წლიანი, 251-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა. იგი NBA-ში ერთადერთი კალათბურთელია, რომელსაც ტრეიდებზე ვეტოს დადების უფლება აქვს. ბილის კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მისი გაცვლა მისი თანხმობის გარეშე შეუძლებელია.

ამრიგად, NBA-ში ახალი მონსტრი შეიქმნა და მისი ლიდერები კევინ დურანტი, ბრედლი ბილი და დევინ ბუკერი არიან. „სანსი“ ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტად იქცა და არიზონელების შეჩერება მარტივი ამოცანა ნამდვილად არ იქნება. გეტყვით იმასაც, რომ ბილი გასულ სეზონში საშუალოდ 23.2 ქულა, 3.9 მოხსნასა და 5.4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. იგი პარკეტიდან 50.6 პროცენტით უტევდა, რაც ბრწყინვალე შედეგია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
U21 | საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას აგრძელებს
U21 | საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას აგრძელებს