ხორვატიის ფეხბურთელთა ნაკრები, ესპანეთის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

ესპანეთი უეფას ერთა ლიგის გამარჯვებულია

ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში, „დე კუიპ არენაზე“ უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ფინალურ მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ხორვატიისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდნენ.

შეხვედრის ძირითადი დრო საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 90 წუთი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა რეალური საგოლე მომენტები ძირითადად ხორვატებს ჰქონდათ.

საბოლოოდ შეხვედრა დამატებით ტაიმებში გადავიდა, რომელიც კვლავ  ნულოვანი ფრით დასრულდა, გამარჯვებულის გამოსავლენად კი პენალტების დანიშვნა გახდა საჭირო.

პენალტების სერიაში კი გამარჯვებული ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი გახდა, რომელმაც ე.წ. საფეხბურთო ლატარია 4:5 მოიგო. თერთმეტმეტრიანებში ესპანეთს გმირად უნაი სიმონი მოევლინა, რომელმაც მაიერს და პეტკოვიჩს აუღო, „ფურია როხას“ მხრიდან კი ერთადერთი დარტყმა აემერიკ ლაპორტმა გააფუჭა, რომელმაც ბურთი ხარიხას გაარტყა. გადამწყვეტი პენალტი „რეალის“ მარჯვენა მცველმა, დანი კარვახალმა გაიტანა, რომელმაც დარტყმა ე.წ. პანენკას სტილში შეასრულა და შედეგად, ესპანეთი ერთა ლიგის 2023 წლის სეზონის გამარჯვებულიც გახდა.

საგულისხმოა, რომ ლუის დე ლა ფუენტესთვის ესპანეთის ნაკრების მწვრთნელობის პერიოდში პირველივე ტურნირი წარმატებული გამოდგა. ესპანელი სპეციალისტი „ფურია როხას“ დამრიგებლად რამდენიმე თვის წინ დაინიშნა და პირველივე სანაკრებო ტურნირის მოგება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სკალონი მესიზე: „მოვა დრო, როდესაც ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს“
სკალონი მესიზე: „მოვა დრო, როდესაც ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს“