სკალონი მესიზე: „მოვა დრო, როდესაც ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს“
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ ინდონეზიასთან მატჩის წინ ლეო მესიზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ნაკრებიდან მისი წასვლა გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნება.
რა თქვა სკალონიმ:
ვინ შეცვლის მესის? არავინ. მესის ვერავინ შეცვლის, მაგრამ ვეცდებით უზრუნველვყოთ, რომ გუნდმა ისე ითამაშოს, როგორც ყოველთვის თამაშობდა. თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ლეოს შეცვლა შეუძლებელია. მჯერა, რომ ეროვნულ ნაკრებს შეუძლია ასევე კარგად თამაში სხვა ტაქტიკის გამოყენებით.
საფეხბურთო სამყაროს სურს, რომ მესიმ სამუდამოდ ითამაშოს, მაგრამ დადგება დრო, როდესაც ვეღარ ითამაშებს არამარტო არგენტინის ნაკრებში, არამედ ზოგადად ფეხბურთში. ეს დღე ყველასთვის სევდიანი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ლეო მესი არგენტინის ნაკრებში 2005 წლიდან თამაშობს და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 175 მატჩში 103 გოლი გაიტანა და 56 საგოლე გადაცემა შეასრულა. ლეგენდარული ფეხბურთელი 2022 წლის კატარის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, მანამდე კი კოპა ამერიკაც მოიგო.