ძიუდოისტებმა ყაზახეთის გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულეს
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ყაზახეთის გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულა. ტურნირის დასკვნით დღეს მედლების მოპოვების შანსები მძიმე წონოსნებს გურამ თუშიშვილსა და საბა ინანეიშვილს ჰქონდათ, თუმცა სამწუხაროდ, ორივე ძიუდოისტი გადამწყვეტ ბრძოლებში დამარცხდნენ.
თუშიშვილმაც და ინანეიშვილმაც ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავეს. გურამი რუს ვალერი ენდოვიცკის შეხვდა და ვაზარით დამარცხდა, ინანეიშვილმა კი ყაზახ გალიმჟან კრიკბაისთან შეხვედრა იპონით დათმო.
შეგახსენებთ, რომ ბრინჯაოს მედლების მოპოვების შანსები წინა დღეებში დიმიტრი გოჩილაიძეს (-81 კგ.) და გიორგი ტერაშვილსაც ჰქონდათ (-73 კგ.), თუმცა, ორივე მათგანისთვის შეხვედრები წარუმატებელი გამოდგა.